სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ უტარდებოდა ედგარ ალან პოს მათემატიკის გაკვეთილები სასაფლაოზე
09-07-2017
-
+


ამერიკელი პოეტი, ნოველისტი, მწერალი ედგარ ალან პო სიბნელის შიშით იტანჯებოდა. ამის მიზეზი სკოლისდროინდელი ერთი ძალიან უცნაური მოვლენა იყო. 

როგორც ცნობილია, ედგარი ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა. სწორედ ამიტომ მდიდრულ სკოლაში სწავლის ფუფუნება არ ჰქონდა. სკოლა, სადაც ის სწავლობდა, იმდენად ღარიბი იყო, რომ სახელმძღვანელოების დეფიციტს განიცდიდა. წიგნების შეძენის საშუალება არც მოსწავლეებს ჰქონდათ. მათემატიკის მასწავლებელმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი მეტად უცნაური ფორმით იპოვა. პედაგოგი ბავშვებს გაკვეთილს სასაფლაოზე უტარებდა. მოსწავლეები საფლავის ქვაზე წარწერებით სწავლობდნენ მიმატება-გამოკლებას და ძირითად მათემატიკურ მოქმედებებს. თითოეულ მოსწავლეს უნდა აერჩია ერთი საფლავის ქვა, მერე  კი - დაბადების და გარდაცვალების თარიღების შესაბამისად - გამოეთვალა, რამდენ ხანს იცოცხლა მიცვალებულმა. 

ამ ''თვალისმომჭრელ'' გარემოში ტარდებოდა ფიზკულტურის გაკვეთილებიც. სკოლაში შესვლისას ყველა მოსწავლეს აძლევდნენ პატარა ხის ნიჩაბს. თუ სასწავლო წლის განმავლობაში ვინმე გარდაიცვლებოდა, ბავშვებს აგზავნიდნენ საფლავის გასათხრელად - ეს იყო თავისებური გამაჯანსაღებელი სპორტული ვარჯიში.  

ასეთმა უცნაურმა და დამთრგუნველმა სწავლის მეთოდმა უარყოფითი გავლენა იქონია მწერლის ფსიქიკაზე. სიბნელის შიშის მიზეზიც სწორედ აქედან იღებს სათავეს. ''უცნაურ გაკვეთილებს'' უკავშირებენ მწერლის შემოქმედების თემატიკასაც - ედგარა ალან პო მსოფლიო ლიტეტერატურაში საშინელებათა ჟანრის ფუძემდებლად მიიჩნევა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება