სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლება - რა აქტივობებს ახორციელებენ პროგრამა „მომავლის თაობაში“ ჩართული მოსწავლეები
18-06-2019
-
+


სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში შუალედური შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ჩატარებული პროექტების პრეზენტაციები წარადგინეს. 

მოსწავლეებს პრეზენტაციები სხვადასხვა თემებზე  ჰქონდათ გაკეთებული, მათ შორის იყო თანატოლთა ინფორმირება თამბაქოს და მარიხუანას მოხმარების ნეგატიური ზეგავლენის შესახებ, თანატოლთა შორის ძალადობის შემცირება სკოლაში, წიგნიერების პოპულარიზების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა და გამწვანება, თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა, ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორმა, მარინა უშვერიძემ etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხდა, რომ პროექტი ხელს უწყობს სკოლებში  სამოქალაქო განათლების ხარისხიან სწავლებას. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროგრამა 230 სკოლას ეხმარება აღნიშნული აქტივობების თვალსაზრისით, საერთო ჯამში კი ორგანიზაციას უკვე 1 200-ზე მეტ სკოლასთან აქვს ნამუშევარი.  

„ჩვენი პროექტი ამჟამად 230 სკოლასთან მუშაობს, რათა სკოლებში გაუმჯობესდეს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მოსწავლეების სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციების განვითარებისთვის. ღონისძიებაზე ძალიან ბერი პროექტია წარმოდგენილი, რომელიც მათ მასწავლებლების დახმარებით განახორციელეს მათივე ინტერესებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი პროექტი სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად, მოსწავლეებმა თავიანთი ძალებით და მხარდაჭერების მობილიზებით სკოლის ეზოში დასასვენებელი სივრცე მოაწყეს.

ასევე ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, არა მხოლოდ თანატოლებში, არამედ დაწყებითი კლასის მოსწავლეებშიც. როგორც მათ აღნიშნეს, გაცილებით აქტიურია პრევენცია, ვიდრე მავნე ჩვევისთვის თავის დანებება. ზოგადად ამ სამოქალაქო განათლების მეშვეობით იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა ქვეყნის, საზოგადოების, სკოლის ცხოვრებაში. ეს საგანი მათ ცხოვრებისთვის ამზადებს. აღსანიშნავია, ჩვენ უკვე 1 200-ზე მეტ სკოლასთან გვაქვს ნამუშევარი. ვეხმარებით რესურსებით, ფინანსებით, ასევე პედაგოგებს პროფესიული კარიერის განვითარებაში და ვეხმარებით სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საგნის სწავლება გახდეს უფრო ხარისხიანი“, - განაცხადა მარიანა უშვერიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის და მცხეთა მთიანეთის რეგიონების კოორდინატორმა, შორენა ტაბატაძემ. მისი თქმით, მიმდინარე ღონისძიება  2018-2019 სასწავლო წლების მეორე სემესტრის პროგრამა „მომავლის თაობაში“ ჩართული სკოლების სამუშაოების შეჯამებას მიეძღვნა.

„პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან წარმოდგენილია სხვადასხვა მნიშვნელოვან თემატიკაზე პრეზენტაციები. მოსწავლეები სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებენ მსგავს აქტივობებს და მნიშვნელოვნად არიან ჩართულნი საზოგადოებრივი ცხოვრებაში. ისინი ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებას და ცდილობენ ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას”, - განაცხადა ტაბატაძემ.

პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება