სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ხდება საპენსიო ასაკის პედაგოგთა რაოდენობის დათვლა - განათლების სამინისტროში ოფიციალური განაცხადის ფორმა არ არსებობს
18-06-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჯილდოს აღების სურვილი უკვე 6 ათასზე მეტმა საპენსიო ასაკის პედაგოგმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ. 

Etaloni.ge დაინტერესდა, რამდენმა პედაგოგმა გამოთქვა ფულადი ჯილდოს აღების სურვილი რეგიონების მიხედვით, აღნიშნულის გასაგებად კი სამინისტროსგან ივნისის დასაწყისში საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა როგორც უწყებაში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს.

„მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს სქემაში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, შესაბამისად სამინისტრო გამოხატავს მზადყოფნას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.

მათივე თქმით, სამინისტროში ჯილდოს მიღების მსურველთა განცხადებები არ შედის და ვერც იქნება, რადგან ამასთან დაკავშირებით რეგულაცია არ არსებობს, ხოლო როცა შესაბამისი განცხადების ფორმა მომზადდება პედაგოგებს მისი შევსება სკოლებში შეეძლებათ.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგების რაოდენობის დაფიქსირება რესურსცენტრების საშუალებით ხდება. საჯარო სკოლის დირექტორები რესურსცენტრებს აწვდიან სიას იმ პედაგოგების რაოდენობის შესახებ, რომლებმაც ჯილდოს მიღების სურვილი გამოთქვეს.

ნინოწმინდას მუნიციპალიტეტის სათხის საჯარო სკოლის პედაგოგმა რუზანა იროიანმა გვითხრა, რომ მან პროფესიიდან გასვლა და ჯილდოს აღების გადაწყვეტილება უკვე მიიღო, ამის შესახებ კი დირექტორს აცნობა.

„სკოლაში 12 საპენსიო ასაკის პედაგოგი ვართ. პროფესიიდან გასვლისა და ჯილდოს მიღების სურვილი ყველა ჩვენგანმა გამოთქვა. დროა ადგილი ახალგაზრდებს დავუთმოთ. არანაირი განცხადება არ დამიწერია, არც მე და არც სხვა კოლეგებს. უბრალოდ, დირექტორს ვუთხარით გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სია ჩამოწერა და რესურსცენტრს გადაუგზავნა“, - განაცხდა რუზანა იროიანმა.

განათლების მინისტრის განცხადებით, ჯილდოს მიღების სურვილის მქონე პედაგოგების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, კონკრეტული ინფორმაცია მასწავლებელთა რაოდენობისა და ბიუჯეტის შესახებ კი სავარაუდოდ ზაფხულში, მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდების შუა პერიოდში გახდება ცნობილი.

„უკვე 6 ათასზე მეტი პედაგოგია ჯილდოს აღების მსურველი და ეს რაოდენობა კიდევ იზრდება. ასევე პირველი გამოცდის შემდგომ, რომელიც ზაფხულში ჩატარდება და პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებასთან იქნება დაკავშირებული, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, კვლავ გამოთქვან ჯილდოს აღების სურვილი და რაოდენობა კვლავ გაიზრდება. ჯილდოს თანხა დაანგარიშდება მათი საშუალო ხელფასის მიხედვით, რომელიც გადამრავლდება 2 წელიწადზე. რამდენი პედაგოგია და თითოეულ ადამიანს კონკრეტულად რა ანაზღაურება ეკუთვნის, ამის მიხედვით აისახება ბიუჯეტში თანხები“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: როდის უნდა განაცხადონ საპენსიო ასაკის პედაგოგებმა პროფესიიდან გასვლის შესახებ, რათა ფულადი ჯილდო მიიღონ - ვადები და პროცედურები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

სად გაიყიდება სასკოლო ფორმები - საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ჩამონათვალი ცნობილია

ცნობილია საგანი, რომელშიც არც ერთი აბიტურიენტი არ ჩაჭრილა!

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება