სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N154 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პროექტი/გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2019
-
+


თბილისის N154 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პროექტი/გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა თეა მამუჩიშვილმა თემატური პროექტი/გაკვეთილის ჩატარება III4კლასში წინასწარ დაგეგმა.

„28 აპრილს, სრულიად საქრისტიანომ აღნიშნა ათორმეტ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ხელოვნების მასწავლებელმა თეა მამუჩიშვილმა III4კლასში წინასწარ დაგეგმა ჩაეტარებინა პროექტი/გაკვეთილი ამ თემაზე. ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია აღდგომასთან დაკავშირებით, ისაუბრეს კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიციაზე, გაიგეს, რომ პასკა სიმბოლურად  წარმოადგენს გოლგოთის მთას, ხოლო ჯეჯილი ახალი სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდება.

გამოთქვეს სურვილი, შეექმნათ საინტერესო, სააღდგომო ნატურმორტი, სადაც ჩაალაგებდნენ თავიანთი ხელით მოხატულ კვერცხებს.

ამასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიტანეს სხვადასხვა მასალა, ფერადი ქაღალდები, ფორმატები, წებო, მაკრატელი, პენოპლასტის კვერცხები, მუყაო, გუაშები, ფუნჯები... გამოიყენეს სხვადასხვა ტექნიკა მონოტოპია, აპლიკაცია, დეკუპაჟი, შემდეგ თავიანთი ნამუშევრები მოათავსეს კალათაში, შეამკეს ყვავილებით და ბზით და გამოფინეს სკოლის ფოიეში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება