სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვალის N2 საჯარო სკოლა მე-12 კლასელებს ლექსით გამოემშვიდობა
27-05-2019
-
+



ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის მეორე საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აღნიშნეს.  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა საზეიმო ღონისძიებებიც გამართეს და საბოლოოდ გამოემშვიდობენენ სკოლას.

სკოლამ ბოლო ზარის დასრულებასთან დაკავშირებით etaloni.ge - ს ლექსი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


სექტემბერი იყო, ვარსკვლავა თვალებით,
ლექსის სტრიქონებით და ქრიზანთემებით,
კისკისით, ხალისით, წიგნებით, ბაბთებით,
კიბეზე მორბოდით პ ი რ ვ ე ლ კ ლ ა ს ელ ე ბ ი.
ჩემო გულწრფელებო, ჩემო ამაყებო,
ულამაზესებო, უჭკვიანესებო,
ჩემო ხალასებო, ჩემო ერთგულებო,
ჩემი მარიამის თანაკლასელებო!
ახლა მაისია და სკოლას ამთავრებთ,
ზარი ხმაწკრიალა სულ მალე იქნება,
იგონებთ ბავშვობას, ცელქობებს პატარებს,
დაგქანცეს გრძნობებმა, რჩევებმა, ფიქრებმა.
სახლიდან სკოლამდე, სკოლიდან სახლამდე,
კურიოზები და თავგდასავლები ,
ღონისძიებები, ცეკვა-კონკურსები,
სპორტი და შატალო, ტკბილ-მწარე ამბები...
სამყაროს ფერადი ფიქრებით ართობდით
და ფურცლებს ითვლიდით გადაქანცულები,
ტესტები, გამოცდა, კითხვა ათასობით,
ერთმანეთს ათბობდით პატარა გულებით...
ახლა კი ცხოვრების დიდ გზაზე მიდიხართ,
გზა მოჰგავს ჯადოსნურ გზას ოქროს საწმისის,
გზაა გამარჯვების, მწვერვალზე სავალი,
უფალმა დალოცოს ამ გზის დასაწყისი.
გლოცავთ და გაცილებთ გულთბილი სიტყვებით,
გევლოთ სიხარულით, ლოცვით, სიმღერებით,
ღიმილით, იმედით, რწმენით და სიკეთით,
სიყვარულითა და ზღვა ბედნიერებით.
ჩემო ერთგულებო, სამართლიანებო
ჩემო პატარებო, ჩემო გულწრფელებო,
ჩემო ჭკვიანებო, ხალისიანებო,
ჩემი მარიამის თანაკლასელებო!

ლექსის ავტორი: ლიანა  სარიშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება