სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სამასწავლებლო

„მადლობა ოჯახის, ბავშვისა და სკოლის წარმატებული ერთიანობისთვის“ - თბილისის N173 საჯარო სკოლის წერილი რედაქციას
28-05-2019
-
+


 izrune. ge -ს დიდი ოჯახის წარმატებული წევრები  თქვენთვის გამოცდილების გაზიარებას კვლავაც აგრძელებენ.

რედაქციაში მრავალი წერილი შემოდის მზრუნველი  ერთიანობითა და სურვილებით...

ამჯერად, საკუთარი წინსვლის შესახებ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის თბილისის  N173 საჯარო სკოლის  II ზ კლასი გვიყვება და აქტიური დამრიგებელი ლია გელოვანი  გვწერს:

izrune. ge - ჩვენი მეგობარია, რომელმაც ოჯახი, ბავშვი  და სკოლა  გაგვაერთიანა და სწავლის პროცესი მეტად საინტერესო გახადა.  კლასში მრავალ აქტივობას ვახორციელებთ, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენი ღონისძიება და მიღებული შთაბეჭდილებები  მეგობარი izrune.ge-სათვის გაგვეზიარებინა :

მე  და  ჩემმა  უსაყვარლესმა ბავშვებმა  მშობლებისათვის   ჩავატარეთ   წარმოდგენა ,,მკითხველთა თეატრის’’ მეთოდის გამოყენებით. თემა იყო ქართული ხალხური ზღაპარი ,,მებადურის შვილი’’. მოსწავლეებს  წინასწარ გავაცანი მიზანი, შეფასების კრიტერიუმები, გაინაწილეს როლები, დავამზადეთ მშობლებისათვის აფიშა, მოსაწვევები და  გავმართეთ წარმოდგენა. მუშაობა    დისკუსიის  საშუალებით შევაჯამეთ.  

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ  ამ  მეთოდით მუშაობა.  მშობლებმაც გამოთქვეს აზრი, რომ მსგავსი წარმოდგენით  მათი შვილები  გამართული  კითხვის, ყურადღების კონცენტრაციის, მოსმენისა და მეტყველების უნარების  განვითარებას შეძლებენ.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა მშობელი დიდი ყურადღებით და  პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საქმეს. აქვთ ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება, ახარებთ ერთმანეთის წარმატება.  გვერდში მიდგანან  მეც, როგორც დამრიგებელს და  ცდილობენ  შვილები ჩართონ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობენ   მათ გონებრივ  თუ  ფიზიკურ განვითარებას.

მშობლები Izrune.ge-ს დიდი ოჯახის წევრად გრძნობენ თავს  და სურვილი მაქვს, ამ პორტალის საშუალებით თითოეულ მათგანს  მადლობა  გადავუხადო: გარგულია ციცინო, ირინე ჯამბაზიშვილი, დვალიშვილი  ლორინა, ქასრაშვილი ნინო, სვინტრაძე ხათუნა, ჯაოშვილი  ნინო, ბერიკაშვილი ია, მაქაძე ნატო, ბასილაძე ანა, ზაქაშვილი სოფიო, მიგრიაული ნათია, კალანდაძე  შორენა, კაკოიაშვილი  ია, რაჭველიშვილი თეა, ველთაური  მარგალიტა, სამაშვილი მაკა, ბოჭორიშვილი  თამარ -ტყუპების დედა, ხარაზიშვილი ქეთევან, ჯოჯუა თამარ, ლომია ეკა -ტყუპების დედა, ბოლქვაძე თეა, ბალახაძე ლელა- მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე- ჩემი მარჯვენა ხელი, ჩიხლაძე თინა.

ჩვენ  ,,სუპერ კლასის “ ტიტულის ორგზის მფლობელები ვართ. საკლასო ოთახში წარმატების კედელიც  გვაქვს სათაურით: ,, izrune.ge  ჩვენი მეგობარია. ერთად წარმატებისაკენ’’. 

დიდი მადლობა ინოვაციურ საგანმანათლებლო  პორტალ izrune. ge - ს ოჯახის, ბავშვისა და სკოლის წარმატებული ერთიანობისთვის  და იმისთვის, რომ  ბავშვებს  ცხოვრებას  ულამაზებთ.

ვურჩევ ყველას, თუ ჯერ არ არიან  დიდი და  მზრუნველი ოჯახის წევრები,  აუცილებლად დარეგისტრირდნენ.  ბავშვებს ნუ მოაკლებენ izrune. ge - ს სიამოვნებას !  -  ლია გელოვანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

ბაღები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ჩაერთვება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა აქტიური აკადემიური ჩართულობის ხელშეწყობას

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

მაღალი აკადემიური მოსწრების, პასუხისმგებლობისა და აქტიური სასკოლო ცხოვრებისათვის მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, მაკარ ისაკიძემ სიგელები გადასცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება