სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის რეაბილიტირებულ N33 საჯარო სკოლას საქართველოს პრემიერ მინისტრი ესტუმრა
21-05-2019
-
+


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმაში, რომელიც არის ეროვნული იდეა და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი, საქართველოს მასშტაბით სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.

მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის აშშ-ის მთავრობას და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება