სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ორი საინტერესო პროექტი წარუდგინეს
21-05-2019
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ნესტან კუბლაშვილის ორგანიზებით სასკოლო საზოგადოებას ორი პროექტი წარუდგინეს.

ელექტრონული ჟურნალის პრეზენტაცია სახელწოდებით - „თავისუფლების ხუთი წუთი“ (გაკვეთილზე ხუთი წუთის განმავლობაში დაწერილი დღიურების კრებული).

აღნიშნული პროექტის მიზანი იყო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და წერის კულტურის დახვეწა.

მეორე პროექტის - „მოდი, ერთად ვიკითხოთ!“ ფარგლებში კი მოსწავლეებმა წაიკითხეს, გაიაზრეს და განიხილეს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობა - „ორნი აქა, იქა ..“

ღონისძიების ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მიწვეული სტუმრებიც: სასწავლო ნაწილი - ქეთევან გონაშვილი და პრაქტიკანტი სტუდენტი ქართული უნივერსიტეტიდან - ქეთი გაგუა.

„საბოლოო შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა და აღინიშნა, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს უბიძგებს აზროვნებისკენ, ასწავლის ფიქრს, გადაწყვეტილების მიღებას, პასუხისმგებლობას, თანამშრომლობას. ყოველივე ეს კი წინაპირობა იქნება მათი თავისუფალი, საკუთარ შესაძლებლობებსა და ინტერესებში გარკვეული, პიროვნებების ჩამოსაყალიბებლად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ელექტრონული დღიური იხილეთ ბმულზე 

იხილეთ ვიდეოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება