სიახლეები
სკოლები

თეთრი პერანგები ფერადი სურვილებით - თბილისის N54 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა
20-05-2019
-
+


თბილისის N54 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი სევდიანი სიხარულის ფონზე დაირეკა.

თორმეტწლიანი სწავლის, მიღწეული წარმატებებისა და თავგადასავლების შემდეგ მოსწავლეები საყვარელ კედლებს, კლასელებსა და მასწავლებლებს ემშვიდობებიან. თანაც ულევი მოგონება მიაქვთ თან და ერთმანეთის სამახსოვროდ თეთრ პერანგებს ჭრელი სურვილებით აფერადებენ...

XII ა კლასმა განვლილ, სახალისო წლებს ფოტოებად და ვიდეორგოლებად მოუყარა თავი და სიმღერაც მიუძღვნა.

შემდეგ კი, დაგროვილი ემოცია და სურვილები სკოლამ Etaloni.ge-ს გაუზიარა:

თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური:

„სიახლეებით სავსე, შრომატევადი და ძალიან საინტერესო სასწავლო წელი გვქონდა, საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ჩვენც წარმატებით ავუწყეთ ფეხი. ინფრასტრუქტურული კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები და 15 სექტემბრიდან ძირფესვიანად გამართულ და კეთილმოწყობილ სივრცეში განაგრძობენ ბავშვები სწავლას. წელს ორი დამამთავრებელი კლასი გვყავდა, ბოლო ზარის დღე დიდ სიხარულთან და ემოციებთანაა დაკავშირებული. მოსწავლეები, ტრადიციულად, სიმღერებით, საცეკვაო ნომრებითა და სახალისო ვიდეორგოლებით გვემშვიდობებიან. სკოლამ დიდი ამაგი ჩადო მათში და ვფიქრობ, მათ შესწევთ ძალა, რომ საკუთარი ადგილი იპოვნონ ამ რთულ საუკუნეში, აირჩიონ სწორი პროფესია და აკეთონ საყვარელი საქმე. მუდმივად ვცდილობდით, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოვებას და კლასგარეშე სამუშაოების გარდა დიდ ყურადღებას ვაქცევდით და მომავალშიც მივაქცევთ, არაფორმალურ განათლებას, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდების უნარების მრავალმხრივ განვითარებას. დღეს ჩვენს მეთორმეტეკლასელებს რომ  ვუყურებ, სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ, რადგან მათში ქვეყნის ღირსეულ მომავალს ვხედავ.“  

კლასის დამრიგებელი ანა გოგოლაშვილი:

„8 წლის წინ, პირველად რომ შევედი კლასში, ცოტა დაუმორჩილებელი, ცოტა გადარეული ბავშვები დამხვდნენ. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად და დღეს თითოეული მათგანი ჩემი დიდი სიხარული და პატარა მეგობარია. მწყინს, რომ დღეს ისინი დატოვებენ სკოლას და მიხარია, რომ უფრო დიდი წარმატებების გზას შეუდგებიან. ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი XII ა კლასი და მინდა, დიდი ბედნიერება ვუსურვო მათ.“

მშობელი მაკა შამანავა:

„ძალიან მადლიერი ვარ თბილისის N54 საჯარო სკოლის. მიხარია, რომ შვილი, ვიქტორია პირველი კლასიდან აქ მოვიყვანე და პროფესიონალ პედაგოგებთან, მეგობრულ კლასთან ერთად გაიზარდა. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ კურსდამთავრებულს და ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო.“

ოლგა ფეიქრიშვილი, კურსდამთავრებული:

„თბილისის N54 საჯარო სკოლაში 2 წლის წინ გადმოვედი. მასწავლებლებმაც და ბავშვებმაც ძალიან თბილად მიმიღეს. მახსოვს, ბავშვები კართან დამხვდნენ და ჩამეხუტნენ, მაშინვე ვიფიქრე, რომ მეგობრულ კლასში ვიქნებოდით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცუდი გინდა თუ კარგი ყველაფერი მათთან ერთად გამოვიარე. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, ამ სკოლამ საკუთარი თავი მაპოვნინა და ჩემი წარმატება და მიზნები სწორედ მისი დამსახურებაა. ჟურნალისტობა მინდა, იმედია, გავამართლებ სკოლის იმედებს.“

გუგა სარიშვილი, კურსდამთავრებული:

„პირველი კლასიდან ამ სკოლაში დავდივარ და N54-ს ყველა დადებითი ემოცია უკავშირდება. ძალიან გამიმართლა მასწავლებლებსა და მეგობრებში. ბევრი დაუვიწყარი მოგონება შევქმენით ერთად. დრეს კი, რომ ვიცი, სულ, სულ ბოლოჯერ ირეკება ზარი რაღაცნაირი შეგრძნებაა, თან ბედნიერი ვარ.“


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ცნობილია, რა ცვლილებები შეეხებათ მოსწავლეებს და მასწავლებლებს ამ სასწავლო წლიდან მოსწავლეებს 

მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი პროგრამა უქმდება - უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს

ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული ეთიკისა და სკოლის შინაგანაწესის უხეშ დარღვევას

გაიცანით განათლების ახალი მინისტრი, რომელიც მანამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა - საკადრო ცვლილება აფხაზეთის ა/რ მთავრობაში

შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

GAHS და GAS პრესტიჟული საერთაშორისო აღიარების - LEADER OF THE YEAR - მფლობელები გახდნენ

ამასთანავე, გრძელდება მობილობის პროცესი სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველთათვის

მათ ისაუბრეს საყვარელ პერსონაჟებზე, შექმნეს მრავალფეროვანი ილუსტრაციები და ირწმუნეს, რომ ყველას შეუძლია გახდეს უკეთესი ადამიანი

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შესვენების დროს მთავარი წესი ტექნოლოგიებისგან სრული გამოთიშვაა

სიახლეები
საზოგადოება