სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიფნარის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა
20-05-2019
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, წიფნარის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს მოეხდინათ გარემოს ეკოლოგიური მდგრადობის შესანარჩუნებლად ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული გზების ძიების მნიშვნელობის იდენტიფიცირება,  გეოგრაფიასა და ფიზიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება და მისი ინტეგრირებით ახალი გამოცდილების მიღება რეალურ ცხოვრებაში; სხვადასხვა პროფესიული (ხის დამუშავება, ლითონის დეტალების გაჩარხვა, ღებვა, ელექტროსადენების მონტაჟი და სხვა ) უნარ-ჩვევებისა და კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

პროექტში მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

„სკოლის აღსაზრდელებმა თემის შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს და მათი ანალიზის საფუძველზე განსაზღვრეს ტრადიციული სათბობ-ენერგეტიკული ბუნებრივი რესურსების გამოყენების უარყოფითი მხარეები. მოახდინეს პრობლების აქტუალურობის იდენტიფიცირება და მოიძიეს მისი დადებითად გადაჭრის გზები. საბოლოოდ აირჩიეს ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების წყარო - ქარის ტურბინა და პროექტის ფარგლებში განახორციელეს მისი მიკრომოდელის დამზადება, იმ მშობლების ჩართულობით, რომლებიც ფლობენ დურგლისა და ზეინკლის პროფესიას. დაამზადეს ფრთები ხის მასალისგან (ბრუნვის დიამეტრი 3 მეტრი), დაამაგრეს გადაცემათა კოლოფზე, რომელიც 16-ჯერ ზრდის მოძრაობის სიჩქარეს, მისი მეორე ბოლო ლითონის დრეკადი ღერძის საშუალებით შეაერთეს გენერატორთან (ძაბვა 12 ვოლტი). მიღებული ელექრტოენერგია სადენებით მიაწოდეს შესაბამისი სიმძლავრის ნათურებს. წინასწარ დაგეგმილი აქტივობები კლასში და კლასის გარეთ განხორციელდა გეოგრაფიისა და ფიზიკის მასწავლებელთა, პროფესიული ნიშნით შერჩეული მშობლებისა და მოსწავლეების მაღალი ჩართულობით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება