სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წაღვერის საჯარო სკოლას „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების“ წევრები ესტუმრნენ
17-05-2019
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლას სამოქალაქო განათლების კლუბ „პირამიდას“ მიწვევით, „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების“ წევრები -  ლევან ლოსაბერიძე და ნინო ხუციშვილი ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრებმა X-XI კლასის მოსწავლეებს ზოგადი არქეოლოგიისა და თანამედროვე პერიოდის არქეოლოგიური ექსპედიციების შესახებ საინტერესო ლექცია ჩაუტარეს.

„ახალგაზრდა ორგანიზაციის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა საგანმანათლებლო საქმიანობა. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა მომავალი სასწავლო წლისთვის სხვადასხვა ერთობლივი აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ისტორიის საგნის შესწავლას და არქეოლოგიის პოპულარიზაციას. სკოლისა და კლუბის სახელით, მადლობას ვუხდით „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოებას" თანამშრომლობისთვის. „ერს, რომელიც არ იცნობს საკუთარ წარსულს, არაფერი ეცოდინება თავისი აწმყოს შესახებ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება