სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დილიკაურში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
16-05-2019
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დილიკაურში ახლადრებილიტირებული სკოლა გაიხსა.

250 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 1 425 115 ლარს შეადგენს და ყველა თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

სკოლის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მიიღეს.

იმერეთის რეგიონში მინიტრის მოადგილე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სოფელ ზედა საქარასა და სოფელ არგვეთშიც გაეცნო.

300 მოსწავლეზე გათვლილი ზედა საქარის სამსართულიანი თანამედროვე სკოლის შენობაში სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მაღალი სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენებით ხორცილედება და მისი რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდება. გარდა იმისა, რომ სკოლა ადაპტირებული იქნება სსსმ მოსწავლეებზე, შენობაში იქნება ლიფტი, კომბინირებული სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და საბავშვო მოედანი.

მინისტრის მოადგილემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთაში ის ადგილიც დაათვალიერა, სადაც ახლო მომავალში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ასევე 2020 წელს დასრულდება. 240 მოსწავლეზე გათვლილი ახალი შენობა გათვლილი იქნება თანამედროვე მოთხოვნებზე და მის მშენებლობაზე 3 655 246 ლარი დაიხარჯება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება