სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალციხის N1 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს დუხობურთა თემის ისტორია გააცნეს
15-05-2019
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N1 საჯარო სკოლას ახალციხის N1 საჯარო სკოლის მე-9გ კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ. 

სტუმრებს ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი ჰქონდათ დუხობურთა თემის ისტორიისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

გორელოვკის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა, გორელოვკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებს დუხობორთა საქართველოში გადმოსახლებისა და სკოლის დაარსების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. 

სტუმრებმა და მასპინძლებმა ჩაატარეს ერთობლივი კონცერტი. ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და დაახლოების მიზნით გამართეს ერთობლივი დისკოთეკა.

შემდეგ სტუმრები მიიწვიეს სოფლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დუხობორთა სამლოცველოში ე.წ. „ობოლთა სახლში“ სადაც მათ ისტორიის მასწავლებელმა ლიუბოვ დემინოვამ წაუკითხა ლექცია დუხობორთა ცხოვრებისა და ტრადიციების შესახებ.

„შეხვედრით ორივე სკოლის მოსწავლეები კმაყოფილი დარჩნენ, მათ გაცვალეს მისამართები და გორელოვკის სკოლა ქალაქ ახალციხეში დაპატიჟეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება