სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N112 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე ტრადიციაა
14-05-2019
-
+


შოთა რუსთაველის სახელობის, თბილისის N112 საჯარო სკოლაში უკვე მეთერთმეტე წელიწადია ტრადიციად იქცა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ დღეს  მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას და სკოლის ყველა თანამშრომლის ფუნქციას ითავსებენ, დამოუკიდებლად მართავენ სასწავლო პროცესს, ატარებენ გაკვეთილებს, ყურადღებას აქცევენ დისციპლინას. მთელი დღის განმავლობაში გამართულად წარმართავენ სასწავლო პროცესს და დღის ბოლოს ატარებენ  შემაჯამებელ პედაგოგიური საბჭოს სხდომას. აქ  ხდება შთაბეჭდილებების გაზიარება, საუკეთესო თანამშრომლის, მასწავლებლისა და კლასის დასახელება-დაჯილდოვება. მოსწავლეები კარგად იაზრებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია მასწავლებლის შრომა და თითოეული რგოლის მუშაობა სასწავლო პროცესის კარგად წარმართვისთვის.

ეს  უმნიშვნელოვანესი დღე ტრადიციად სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო თაბაგარმა დაამკვიდრა სკოლაში.

სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები წლების  მიხედვით იყვნენ მე-12 კლასის მოსწავლეები:

2008 წ. - გიორგი მურჯიკნელი,

2009 წ.- ნინო ტალაბაძე;

2010 წ. - თორნიკე ქარელიშვილი;

2012 წ. - ნიკოლოზ აბაშიძე

2013 წ. - სოფო წულუკიძე

2014 წ. - მედეა მახათაძე

2015 წ. - დავით დანელია

2016 წ. - თამარ კიზივაძე

2017წ. - ანი ბარბაქაძე

2018 წ. - ელენე გრიგოლია

2019 წ.-  ელენე ებანოიძე

„მადლობა მოსწავლეებს სკოლის სიყვარულისთვის და პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება