სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ პროექტის- „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნა
14-05-2019
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლამ პროექტის- „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში დედამიწის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 

მე-8 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის სოფიო სოფრამაძის ხელმძღვანელობით, დასუფთავების აქციაში და დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში მონაწილეობდნენ.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებს ეკატერინე ჭელიძემ უხელმძღვანელა. დასუფთავების აქციასა და 22 აპრილის დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში აქტიურად იყო ჩართული ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ლაშა ბოჭორიშვილი.

„მადლობა ჩვენთან აქტიური თანამშრომლობისათვის ეკატერინე ჭელიძეს, რომელმაც უხელმძღვანელა დაგეგმილ ღონისძიებებს. მადლობა სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებს, მათ დამრიგებელ სოფიო სოფრამაძეს და ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელ ლაშა ბოჭორიშვილს დასუფთავების აქციაში მონაწილეობასა და 22 აპრილის დღისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩართულობისათვის. დედამიწა ჩემი, შენი, ჩვენი სახლია! დავასუფთაოთ და შევინარჩუნოთ სუფთა გარემო!“- ნათქვამია Imereti Scientists' Union SPECTRI-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება