სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
13-05-2019
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის IVბ კლასში დამრიგებელმა ლალი თეთრაძემ მდგრადი განვითარებისა და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩაატარა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი თემაზე „მგელი და კრავი“. 

გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტში  პრობლემების აღმოჩენა და  მათი გამომწვევი მიზეზების დასახელება; გამოკვეთილი პრობლემების ცხოვრებასთან დაკავშირება და გადაჭრის  გზების ძიება. მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა: მაღალი მოტივაციითა და მოსწავლეთა დიდი ჩართულობით, საინტერესო აქტივობებით, მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებითა და ელექრტორესურსებით.

მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს პერსონაჟები, თემის ფარგლებში გამოკვეთეს ბულინგის პრობლემა, უყურეს მულტფილმს, მიიღეს ინფორმაცია ბულინგის შესახებ და შექმნეს კომიქსები, ასევე, თემის შესაბამისად იმუშავეს პროგრამით „ვსწავლობთ თამაშით“,
დაწერეს ანონიმურად და „საიდუმლო სკივრში“ ჩაყარეს დავალება „ბულინგი ჩემს ცხოვრებაში“.

„გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა ერთმანეთი შეაფასეს და გააკეთეს დასკვნები, რომ რომ სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა, მზრუნველობა, პატივისცემა სასიცოცხლოდ აუცილებელი ღირებულებაა და მისი საშუალებით პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი. მოწოდებები მოსწავლეებმა დაწერეს ფურცლებზე და გამოაკრეს საპრეზენტაციო დაფაზე: არა ბულინგს! არა ძალადობას! მეგობრობა გზად და ხიდად! ძალა ერთობაშია! აქვე აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო, ხალისიანი და მათი სურვილია, ხშირად ჩატარდეს ასეთი გაკვეთილები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

გაკვეთილს სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება