სიახლეები
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ღონისძიება „მათ ასახელეს სამშობლო“ ჩატარდა 
13-05-2019
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIIბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის და ამავე კლასის დამრიგებლის მარინე სულაქველიძის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება თემაზე „მათ ასახელეს სამშობლო“. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს უცხოეთში მოღვაწე ცნობილ ქართველებზე, რომლებმაც განათლება მიიღეს საქართველოს სკოლებსა და უნივერსიტეტებში და ბედმა უცხოეთში არგუნა მოღვაწეობა. შემდგომ, თავიანთი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩენ და დიდი წვლილი შეიტანეს სხვადასხვა ქვეყნის მედიცინის, ხელოვნებისა თუ ტექნიკის დარგებში.

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება წარმატებისაკენ, რაზედაც მიუთითებდა რეფრენი დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან: „ ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო; ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.“

VIIბ კლასის მოსწავლეებმა საზოგადოებას წარუდგინეს ახალციხის N5 საჯარო სკოლის ნიჭიერი მოსწავლეები: ქეთევან კაჭკაჭაშვილი- ორიგინალური პლაკატური ტიპის ნახატებით, თეონა დალალიშვილი - თეატრალური ხელოვნებით, მარიმ ბერიძე - პოეტური შემოქმედებით. აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ნორჩი ოსტატები: მალხაზ მიქელაძე, ანანო აკოფაშვილი საბა ინასარიძე, თამარ ზედგინიძე, მარიამ ტაბატაძე, ირაკლი სამხარაძე, გიორგი ტაბატაძე, გიორგი მაისურაძე, საბალეტო ხელოვნებით თავი მოიწონეს მოცეკვავეებმა: თეკლა კურტანიძემ, სესილი ჩარუხჩიანმა და მარიამ ტაბატაძემ. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს: თათია და ხატია ივანიძეებმა, გვანცა ხუციშვილმა, სალომე დემეტრაძემ, ხატია და ანა ვახტანგიშვილებმა.

ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: პოეტი რევაზ ზუმბაძე, მხატვარი ეფრუჰი ბაგდასარიანი, რომლებიც საინტერესო შემოქმედებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

საღამოს ესწრებოდნენ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: ხათუნა ხმალაძე, სკოლის დირექტორი: ინგა ვარდიძე. მათ მაღალ დონეზე შეაფასეს საღამო და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - გაკვეთილის ეფექტურ დაგეგმვასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

აუცილებელია თუ არა ბარბარობას ლობიანის გამოცხობა, არის თუ არა ნამდვილი ბედობა და როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარებმა პედაგოგი და მშობლები სიამაყით აავსეს

მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის ხელმძღვანელები - იზა ხარატიშვილი და ხათუნა გორგოძე

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება