სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იორმუღანლოს საჯარო სკოლაში თემაზე - „ჯანსაღი კვება“ ბუნებისმცოდნეობასა და ქართულ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
08-05-2019
-
+


საგერჯოს მუნიციპალიტეტის, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში პროექტის - „საზოგადოების ინტეგრაცია მულტილინგვური განათლების გზით“ ფარგლებში ბუნებისმცოდნეობასა და ქართულ ენაში ინტეგრირებული გაკვეთილი
ჩატარდა. 

გაკვეთილის თემა იყო - „ჯანსაღი კვება“.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია ჯგუფურმა მუშაობამ, ინტერაქციამ პოსტერებზე.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში და ქართულ ენაზე წარადგინეს საკუთარი ნამუშევრები.

ბუნებისმცოდნეობის მასწავლებელმა დურნა მარდანოვამ აღნიშნა, რომ „ ბილინგვური სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, მათ დაინტერესებას საგნის მიმართ.“

ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა დალი ოსეფაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ინეგრირებული გაკვეთილები ხელს
უწყობს მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და მათში მოტივაციის ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება