| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჟიული შარტავას 75 წლისთავთან დაკავშირებით კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ლექტორთან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტანეტის ასოცირებულ პროფესორ ლიდა ბერიძესთან.
სტუმარმა დაწვრილებით ისაუბრა სტუდენტ (მოგვიანებით კი ეროვნული გმირი) ჟიული შარტავაზე. პროფესორმა აღნიშნა რომ „ჟიული სტუდენტობიდანვე გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით, ჰქონდა არაჩვეულებრივი ორგანიზატორული ნიჭი, იყო წარჩინებული სტუდენტი და რაც მთავარია უღალატო მეგობარი და ადამიანი“.
პროფესორმა ლიდა ბერიძემ სკოლის ბიბლიოთეკას, ეროვნული გმირის-ჟიული შარტავას მეგობრების (ჯგუფელების) წერილები გადასცა, სადაც ისინი ეროვნულ გმირს ცრემლნარევი სითბოთი იხსენებენ. ასევე, მან წაიკითხა აკროსტილით შექმნილი ლექსი, რომელიც მეგობრებმა ეროვნულ გმირს უძღვნეს.
შეხვედრაზე გმირებზე ისაუბრეს სკოლის დირექტორმა ნანა ჯალაღონიამ, დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ და ისტორიის პედაგოგმა ინგა თოდუამ.
შეხვედრის დასასრულს აჩვენეს ვიდეო კადრები ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ცხოვრებიდან.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად