სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N92 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თოჯინების შესახებ პროექტი განახორციელეს
30-04-2019
-
+


თბილისის N92 სკოლის III(2) კლასში სოციალური პროექტი „თოჯინა“ განხორციელდა. 

პროექტი შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან. პირველ ეტაპზე ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია თამაშის შესახებ, გაიგეს თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თამაშს ადამიანის განვითარებისთვის. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე პოპულარული სათამაშო არის თოჯინა. გოგონების უმრავლესობა უპირატესობას თოჯინით თამაშს ანიჭებდა. მეორე ეტაპზე ბავშვებმა მოიძიეს ინფორმაცია თოჯინების შესახებ. გაიგეს თუ საიდან იწყება თოჯინის შექმნის ისტორია, რომელ წელს გამოიგონეს პირველი თოჯინა და როგორ განვითარდა წლების განმავლობაში. მესამე ეტაპზე მოსწავლეები თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების საგანმანათლებლო სივრცეს ესტუმრნენ, პროგრამაზე - „მსოფლიო თოჯინების ისტორია“, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თოჯინები დაათვალიერეს, მოისმინეს მათი ისტორიები და ნახეს საინტერესო პრეზენტაცია. ექსკურსია დამთავრდა საგანმანათლებლო აქტივობით - „თოჯინის დამზადება“.

„პროექტი ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. ბავშვები ხალისით ასრულებდნენ უნიჭიერესი მეთოჯინე ბაჩო ცანავას მითითებებს და საკუთარი ფანტაზიით ქმნიდნენ თოჯინებს. მათ წარმოადგინეს განსხვავებული ვარიანტები, რამაც უფრო საინტერესო გახადა პროექტი. პროექტის მიზანი იყო ბავშვების ყურადღება კომპიუტერული თამაშებიდან გადაეტანათ სათამაშოებით თამაშზე და მათ უფრო მეტი ინტერესი გამოეჩინათ ამ კუთხით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

პროექტს ნინო ომარაშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება