სიახლეები
საინტერესო

„განსაკუთრებით საუცხოო ანგელოზები ლოცვისა და ზიარების მერე იქმნებიან“ - მხატვარი მედეა კეიდია
27-04-2019
-
+


ქალბატონმა მედეა კეიდიამ ხატვა ხილვების შემდეგ დაიწყო. მას მერე ძირითადად ანგელოზებს ხატავს, რომლებიც ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ და როგორც ამბობს, მასთან გუნდებად მოფრინდებიან ხოლმე. ანგელოზებს, რომლებსაც თავად ქმნის ტილოზე, ცოცხალ არსებებად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ამ ქმნილებებს ეტყობათ როგორც მხატვრის განწყობა, ისე, გარშემო არსებული სიტუაცია. უკვირს იმ მხატვრების, რომლებიც დაბინძურებული ენერგეტიკით შექმნილ ნახატებს ძალიან ძვირად ყიდიან.

ქალბატონი მედეა „ეტალონს“ თავის ცხოვრებასა და ტილოზე დატანილ ანგელოზებზე მოუყვა.

–  ქალბატონო მედეა, როდის დაიწყეთ ამ საოცრად თბილი და სათნო არსებების ხატვა?

–  36 წლის ვიყავი, როდესაც ხატვა დავიწყე. ამ დრომდე ფუნჯი არ მქონდა ხელში აღებული. მანამდე დიდხანს ვეძებდი პასუხს კითხვაზე, რისთვის გავჩნდი ამ ქვეყანაზე. ბოლოს, როცა ვფიქრობდი, რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ მივაგენი და ხელები ჩამოვყარე, სამი დღე ხილვები მქონდა, რომელმაც საჩუქარივით გამიხსნა რაღაც კარი, რომელსაც არ ვიცი, ფერების კარი დავარქვა, სამოთხის თუ ზეცის. მას მერე დავიწყე ხატვა და დღემდე ვხატავ.

–  თავიდანვე ანგელოზების ხატვა დაიწყეთ?

–  თავდაპირველად, რაც სულში მქონდა დალექილი, ყველაფერი გამოვიდა გარეთ ნახატებად – შავი, თეთრი, მწვანე, ყვითელი თუ ყავისფერი... მერე ვხატავდი თითქმის ყველაფერს ყველა ჟანრში. პორტრეტები მაქვს საინტერესო, აბსტრაქციები, ყვავილები... ევროპულ ტურნეში წავედი და იქ სხვადასხვა ჟანრის თითო–თითო ნამუშევარი წავიღე, რომ მენახა, რომელი უფრო მეტ მოწონებას დაიმსახურებდა. ანგელოზები ის კატეგორიაა, რომელიც ყველა ასაკის, ყველა თაობის ადამიანებისთვისაა მისაღები. საქართველოში მაშინ, 2003–2005 წლებში, ძალიან ჭირდა ცხოვრება, მაგრამ ვიფიქრე, ქართველებს უფრო სჭირდებათ გახარება–მეთქი და დავიწყე ანგელოზების აქტიურად ხატვა. მას მერე აღარ გავჩერებულვარ. ხანდახან ვხატავ სხვა რაღაცებსაც, მაგრამ უმეტესად მაინც ანგელოზებს, თვითონაც გუნდებად მოფრინდებიან ხოლმე ჩემთან.

–  რა დროს მოფრინავენ თქვენთან, როგორი განწყობის დროს?

–  ანგელოზების ხატვისას უმთავრესია, შინაგანი მდგომარეობა გქონდეს მაქსიმალურად მოწესრიგებული. სიმშვიდეში უნდა იყო, რომ ძალიან კარგი ანგელოზები მოფრინდნენ. განსაკუთრებულად საუცხოო ანგელოზები მოფრინდებიან ხოლმე ლოცვის, ზიარების მერე. ტაძრიდან დაბრუნებული ხან დილამდე გაუჩერებლად ვხატავ. ვცადე, ცუდ განწყობაზე მყოფს დამეხატა, მაგრამ მაშინვე დავხიე, რადგან თავადვე ვიგრძენი უარყოფითი ენერგეტიკა. მაკვირვებს ის მხატვრები, ძალიან დიდ ფასად რომ ყიდიან საშინელი ენერგეტიკით დაბინძურებულ, ჭუჭყიან ნახატს. ადამიანებიც მაკვირვებენ, ასეთ ნახატებში რომ დიდ ფულს იხდიან. ალბათ მოვა დრო და ადამიანები გაერკვევიან ამ ენერგეტიკებში. ძალიან საშიში მგონია, ჩამოიკიდო და უყურო ასეთ ნახატს. ამ ენერგეტიკით შეიძლება დაავადდე და მოკვდე კიდეც და ამის ბევრი ფაქტიც ახსოვს ისტორიას.

თუ ქრისტიანი ხარ, ეკლესიასთან კავშირის გარეშე როგორ შეიძლება ისუნთქო? სახლს რომ დაალაგებ, მერე მსუბუქად გრძნობ თავს სისუფთავის გამო. სულიერი დაბინძურებისგან რომ სუფთავდები, ხომ უფრო მნიშვნელოვანია?! ხომ არ შეიძლება ღამე ისე დაიძინო, რომ არ გაანალიზო, სად შეგეშალა და არ იყო შენს თავთან ანგარიშვალდებული?! ასეთ დროს შენს თავს ასუფთავებ, შენი თავი მოგყავს წესრიგში და არ გცალია, სხვისკენ იყურო და სხვის განსჯასა და გინებაში იყო. მთავარია, აქცენტები სწორად გავაკეთოთ, რა არის პირველადი და რა – მეორეხარისხოვანი. უფალი გეუბნება, ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგით და სამს მე გადმოვდგამ თქვენკენო.

–  თქვენი ანგელოზები ხშირად ხატებთან ერთად მინახავს, არადა,, ესენი ხატები არ არიან...

–  დიახ, არ არიან ხატები და არც კანონიკაა დაცული. ეს არის სუფთა სიმბოლიკა. ქვეყანაზე ყველაფერი სიმბოლურადაა მოცემული და მისი ქვეტექსტი იკითხება იმაში, თუ რაზე აკეთებ არჩევანს, რა გიზიდავს – მაჯლაჯუნები თუ ანგელოზები. ეს ანგელოზები კი იმდენია და იმდენნაირი... ყველას ჰყავს თავისი ანგელოზი. მეც ვგრძნობ, ჩემი ანგელოზებიდან რომელია უფრო სუფთა, უფრო ნაღდი.

– მოწყენილებიც არიან თქვენი ანგელოზები.

– გამორიცხულია, მოწყენილები არ იყვნენ ამ ჩვენი ყოფის შემყურე. ჩემი პირველად დახატული ანგელოზები ბევრად უფრო მხიარულები იყვნენ. ახლა მოწყენილები არიან, მაგრამ რომ დავფიქრდები, რისგან შეიძლება კარგად იყვნენ?! როცა ანგელოზების დასახატად ჯდები, სრულიად გადიხარ ამ სამყაროდან და ვერ ხვდები, რას აკეთებ. რომ მორჩები, მერე უყურებ. ხატვის დროს მხოლოდ გული და ინტუიცია მუშაობს.

– რეალური ცხოვრებიდან ვინმეს ჰგვანან თქვენი ანგელოზები?

–  ჩემთან რომ მოდიან ადამიანები, თავად პოულობენ საკუთარ თავს, თუ საკუთარ განწყობას. ზოგი პირდაპირ ამბობს, ეს ხომ მე ვარო, საკუთარ ტიპაჟს სცნობენ. თითქოს ყველა ჩემი ანგელოზი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ამ დროს ყველა სხვადასხვა ტიპაჟია და ყველას სხვადასხვა სათქმელი აქვს.  

–  წმინდანები თუ დაგიხატავთ?

– ჯანმრთელობის პარაკლისები ტარდებოდა წმინდა კვირიკეს ეკლესიაში, მამა ზურაბ მჭედლიშვილი ატარებდა. ამ პარაკლისის შემდეგ სახლში შემოსულიც არ ვიყავი, ფუნჯს რომ ვეცი და ერთ წამში გადმოიღვარა დიდი ანგელოზი, რომელიც მთავარანგელოზს ჰგავს. ის არ დახატულა, პირდაპირ გადმოფრინდა ტილოზე. თავისით იხატება ასე ზოგი, თორემ მიზნობრივად არასოდეს დამიხატავს.

–  თქვენს ანგელოზზე თქვა ჩვენმა პატრიარქმა, ილია მეორემ, ღვთისმშობელი დაუხატავსო...

–  დიახ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სულ სხვაა, როცა შენ ხატავ, მერე  მიამსგავსებ და იტყვი, ღმერთო ჩემო, ეს ხომ ღვთისმშობელიაო, მაგრამ სულ სხვაა ამას რომ პატრიარქი დაგიდასტურებს. ის ნახატი რომ დავხატე, ზუსტად ასე გავიფიქრე. მერე ერთმა ახლობელმაც იგივე მითხრა. პატრიარქს გავუგზავე და მანაც იგივე თქვა. ეს დიდი ბედნიერებაა და ასეთი საკვები სულ გჭირდება ადამიანს.

– მეუღლე და ერთი ვაჟი გყავთ. ალბათ გვერდით გიდგანან.

– დიდება უფალს! შეიძლებოდა ისეთი მეუღლე მყოლოდა, რომელიც ამ ყველაფერში ან ხელს შემიშლიდა, ან დამაბრკოლებდა. მე კი დღემდე ყველანაირად მიწყობს ხელს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩემი ვაჟი დაოჯახებულია, შემდგარი ადამიანია. ორი შვილიშვილი მყავს და იმითაც დამაჯილდოვა უფალმა, რომ ისინი ჩემს ანგელოზებს ნამდვილად ჰგვანან. 

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ისაუბრეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, სამშობლოს უანგარო მსახურების მაგალითსა და ჭეშმარიტი სამოქალაქო ცნობიერების არსზე

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი სსიპ-ი 1-ელი სექტემბრიდან გაუქმდება - კანონპროექტი პარლამენტშია

როგორ ნაწილდება სამეურვეო საბჭოში ადგილების რაოდენობა მასწავლებლებზე მოსწავლეებსა და მშობლებზე

„მადლობა განათლებაში შეტანილი წვლილისთვის“... - izrune.ge-ს მნიშვნელობაზე ღონისძიების სტუმრები საუბრობენ 

სოციალურ საწარმოში სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთად სწავლობენ მცენარეების დარგვას

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

წვირმის საჯარო სკოლაში საუკეთესო მეოთხე კლასის გამოსათხოვარი ცერემონია გაიმართა

მოსწავლეებმა პედაგოგის - თამარ სეფაშვილის ჩართულობით, წარმოდგენაზე მუშაობისას განივითარეს ზეპირმეტყველების უნარები

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ალექსანდრე პუშკინის ლექსი, რომელიც საქართველოს ეძღვნება

ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ მოსწავლეები მანანა სიჭინავას - პედაგოგს, რომელიც ამაყად შეუძღვა წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში და აზიარა განათლების საფუძვლებს

ჯავახის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსის ფინალი წარმატებით გაიმართა

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება