სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N8 საჯარო სკოლაში წიგნის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
25-04-2019
-
+


თელავის N8 საჯარო სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებმა წიგნის დღე სკოლის ბიბლიოთეკაში აღნიშნეს.

ქართული  ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან შიუკაშვილმა და მოსწავლეებმა წაიკითხეს  გიორგი ლეონიძის მოთხრობები და იმსჯელეს მის პერსონაჟებზე და ავტორის მდიდარ ლექსიკაზე.

წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. ძველი კატალონიური ტრადიციის მიხედვით, ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მყიდველი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონათ და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს.

მართალია, დღესასწაულის დაარსებას წიგნების გაყიდვის იდეა უძღოდა წინ, მაგრამ ამ ფაქტს რომ ხალხი არ გაეღიზიანებინა გილდიის წარმომადგენლებმა გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა. 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ და ამავე დროს, ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკო-ს ამ დღესასწაულის შესახებ მოახსენა, ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა. 2003 წლიდან „წიგნის დღე“ ჩვენს ქვეყანაშიც აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

izrune.ge-მ პროექტის ვარკვლავები დააჯილდოვა - „ეს ღონისძიება მხოლოდ ცოდნის კი არა, დიდი მეგობრობის დღესასწაულია...“

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს, წიგნის შექმნის პროცესი მათთვის სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება