სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა
22-04-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდა სრულიად მთელი სკოლა. არც მასწავლებლები იყვნენ პასიურ და მხოლოდ მსმენელის როლში.

ღონისძიება გახლდათ ორთვიანი შრომის ნაყოფი, მომზადდა უამრავი სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის რესურსი, დამუშავდა საპრეზენტაციო და სადებატო თემები, მოსწავლეებმა შეისწავლეს ლექსები და ამ დღის თემატიკასთან დაკავშირებით ინფორმაციული ტექსტები, გამოიყენეს პროექტის - „დავასუფთავოთ საქართველო“ (Clean up Georgia) ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციიის „კავშირი მდგრადი განვითარებისათვის - ეკოვიჟენი“ მიერ მომზადებული გამოცემები „დედამიწის ჩივილი“ და „დედამიწის დღე არის ყოველდღე“, აღნიშნულ გამოცემებში მოცემული ილუსტრირებული ლექსები დიდი ხალისით შეისწავლეს მოსწავლეებმა.

მე-XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საპრეზენტაციო თემები power point-ში მომზადებული სლაიდ-შოუს საშუალებით:

მარიამ გობეჯიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია დედამიწის დღის დაარსების აუცილებლობის შესახებ, საზოგადოებას გააცნო სხვადასხვა სახის ეკოლოგიური პრობლემები დედამიწაზე და შესთავაზა მათი გადაჭრის გზები;

ალეკო გობეჯიშვილმა ისაუბრა ჰაერის დაბინძურების შესახებ, მის მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე;

მიშიკო ლობჯანიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადეოაბს გარემოს დაცვის მნიშვნელობა და ის, რომ ზრუნვა ადამიანების ვალია;

ანანო ლობჯანიძემ უპასუხა სახალისო ბავშვურ კითხვებს დედამიწასთან დაკავშირებით რუბრიკაში - „ინტერვიუ დედამიწასთან“.

ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი  იყო დებატები, რომელშიც  მონაწილეობდნენ XI, XII, X, VIII და IX კლასის მოსწავლეები, ხოლო დებატების თემები ერთობ მნიშვნელოვანი და აქტუალური გახლდათ:

1. ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა.

2. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა

რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი დებატების დროს წარმოადგენდნენ მოწვეულ ექსპერტებს და მათ დაევალათ დებატებში მონაწილე მხარეების არგუმენტების შეჯამება, ასევე მასწავლებს დაევალათ გაერთიათ სიტუაციური ამოცანები სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

დასასრულს მოხდა მაიკლ ჯექსონის ცნობილი და პოპულარული სიმღერის ვიდეო ჩვენება - „ამიწის სიმღერა“ (Earth song).

ღონისძიების ორგანიზატორი - პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ  სამსონიძე გახლდათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

„მადლობა, რომ ერთად ვაშენებთ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“ 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება