სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომბორის საჯარო სკოლაში ღონისძიება „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“ გაიმართა
18-04-2019
-
+


საგარეჯოს რაიონის გომბორის საჯარო სკოლაში სახელწოდებით „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას...“ ჩატარდა ღონისძიება, რომელიც დადგა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნინო იაკობიძემ.

„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებს სცოდნოდათ თუ რა განიცადა ქართულმა ენამ დაბადებიდან დღემდე, როგორ ეწირებოდნენ ქართული მამულიშვილები ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

ღონისძიება დაიწყო იმ გმირთა მოგონებებით, რომლებმაც შესწირეს საკუთარი სიცოცხლე ქართული ენის გაძლიერებასა და დამოუკიდებლობას. მოსწავლეებმა გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები, 1978 წლის 14 აპრილის ცნობილი მოვლენები დედა ენასთან დაკავშირებით. ყველა თაობამ ხომ თავისი ბრძოლა უნდა იბრძოლოს და თავისი მსხვერპლი მიიტანოს სამსხვერპლოზე. მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა და მას დაცვა, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

დიდი ილია წერდა: „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა, ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს, როგორც ერთობა ისტორიისა“.

დასკვნით ნაწილში ბავშვებმა მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და ყველას გასაგონად ხმამაღლა გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ მხოლოდ ურთიერშენდობა, ერთმანეთის მოფერება იხსნიდა ერს. ამიტომ უნდა დაევიწყებინათ მტრობა, შუღლი და ერთმანეთს მოჰფერებოდნენ, რადგან სიყვარული გადაარჩენს ქვეყანას - სიყვარული ხომ თავად ღმერთია ამ ქვეყანაზე.

ღონისძიება გაფორმებული იყო ყვავილებითა და დეკორატიული სანთლებით, სიტყვებს ფონად ედო სიმღერები, კლასიკა და საგალობელი, ესენია: „ტიტები“, „პროფესიონალი“, „შენ ხარ ვენახზე“, „ო ენავ ჩემო“ და ბოლოს დაგვირგვინდა სიმღერით „ჩემო კარგო ქვეყანავ“. ცოცხალი შესრულებით „დარიალს რომ მივადგები“. ღონისძიებაში ჩართული იყო 18 ბავშვი, V, VII, IX და XI კლასის მოსწავლეები“,- ნათქვამია გომბორის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება