სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სილოვან ხუნდაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
18-04-2019
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა, დირექციის წარმომადგენლებმა, მანდატურის სამსახურმა, მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დიდი ქართველი პედაგოგის და დიდი საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

6 აპრილს დიდი ქართველი პედაგოგის, ქართულის ენის ერთ-ერთი დამდგენის, ლიტერატორის, პუბლიცისტის და დიდი საზოგადო მოღვაწის, სილოვან ხუნდაძის დაბადებიდან 159 წელი გავიდა.

სილოვან ხუნდაძისა და ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ( დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა ) ურთიერთობა 1888 დაიწყო, როცა დაინიშნა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად. ამავე პერიოდში სილოვან ხუნდაძე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრად. სწორედ მისი და იოსებოცხელის თაოსნობით შესაძლებელი გახდა სკოლის ბაზაზე ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დაფუძნება, როგორც კერძო სრული გიმნაზია. ( იოსებ ოცხელის გარდაცვალების შემდგეგ, 1919-1923 წლებში სილოვან ხუნდაძე სათავეში ჩაუდგა გიმნაზიის ხელმძღვანელობას.)

ფასდაუდებელია ბატონ სილოვანის მოღვაწეობა . მას შექმნილი აქვს სახელმძღვანელოები , როგორებიცაა ,,სალიტერატურო ქართული", ,, შოთა რუსთაველი", ,, აკაკი წერეთელი ", ილია ჭავჭავაძე ", ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი " და სხვები. ეს შრომები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო პირველი, ქართულ ენაზე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები.

გამორჩეულია სილოვან ხუნდაძის პედაგოგიური მოღვაწერობა. მის აღზრდილთა შორის ბევრი შემდგომში გამოჩენილი მოღვაწე გახდა: ნიკო ლორთქიფანიძე, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, კონსტანტინე ერისთავი, არნოლდ ჩიქობავა, პეტრე ქავთარაძე, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ყაუხჩიშვილი, ალექსანდრე წერეთელი, კონსტანტინე გამსახურდია, ვარლამ თოფურია, ვიქტორ ნოზაძე და სხვები.

სილოვან ხუნდაძე იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1892-1893 წლებში იგი მხარს უჭერდა ,,საქართველოს თავისუფლების ლიგას ", ხოლო ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსიის შემდეგ კი მხარს უჭერდა საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობას.

საქართველოს საზოგადო მოღვაწე 68 წლის ასაკში, 1928 წელს გარდაიცვალა.მისი ანდერძის თანახმად იგი საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო შემდეგ კი ქუთაისის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს. ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლეებმა გიმნაზიის ეზოში ორ დიდ მოღვაწესა და პედაგოგს, სილოვან ხუნდაძესა და იოსებ ოცხელს მარადსახსოვრად ბიუსტები დაუდგეს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება