სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

იმერეთის რეგიონის სკოლის დირექტორების შეხვედრაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემები განიხილეს
23-03-2017
-
+


დირექტორთა საბჭოს წევრი და სიქთარვის სკოლის დირექტორი ია კვატაია იმერეთის რეგიონის სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, ამასთან დაკავშირებით Etaloni.ge ია კვატაიას ესაუბრა: 

''კომუნიკაცია იმერეთის რეგიონის დირექტორებთან ტელეფონისა თუ ელ-ფოსტის საშუალებით დირექტორთა საბჭოს წევრად არჩევის დღიდან მაქვს. თუმცა მათთან პირისპირ საუბარი იმ საკითხებზე, რაც დირექტორთა საბჭოს სხდომებზე განიხილება, დიალოგი მათთვის საინტერესო თემებზე კომუნიკააციის გაცილებით მოსახერხებელი ფორმა იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე მათთან შეხვედრა. ამ ეტაპისთვის ჭიათურის, საჩხერის, ხარაგაულისა და ზესტაფონის სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შევხვდი. უახლოეს დღეებში რაიონის დარჩენილ წარმომადგენლებსაც შევხვდები. 

-  რა პრობლემები გამოიკვეთა შეხვედრაზე?

- დირექტორებთან შეხვედრისას გამოკვეთილი პრობლემები, ძირითადად, ერთი და იმავე ხასიათის იყო: სკოლების დაფინანსების იმგვარი მოდელი, რაც სკოლების ფინანსური მდგომარეობის თანაბარ პირობებს უზრუნველყოფს, დანამატი საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შესახებ - უცხო ენების მსგავსად, სასურველია, გამიჯნული იყოს სხვა საგნებიც, წყლის უვნებლობის, ტყეკაფის გამოყოფის, ბუფეტთან დაკავშირებული პრობლემები, საავადმყოფოს ფურცელზე მყოფი პედაგოგის დანამატის ანაზღაურება, სასურველი შტატების არარსებობა სკოლებში, მე-11 კლასში საბუნებისმეტყველო საგნების აბიტური, კომუნალური გადასახადების, კონკრეტულად, გაზის გაზრდილი ტარიფი, სკოლის ბიბლიოთეკებში არსებული უვარგისი წიგნების საკითხი და სხვა. მიუხედავად პრობლემებისა, ამ ადამიანების დამოკიდებულება თავიანთი მოვალეობის მიმართ ნამდვილად დადებითია. აწუხებთ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებათ არსებულ პრობლემებთან გამკლავება, იქნება ეს კომუნალური, უსაფრთხო გარემოსა თუ სასწავლო კუთხით, სკოლაში არსებული ფინანსებით უჭირთ იმ სტრატეგიული გეგმის განხორციელება, რაც მიზნად აქვთ დასახული, მაგრამ იმ შესაძლებელს მაინც აკეთებენ, რაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას ერთ-ერთი ძირითადი მესიჯია: ''ჩვენ არ მოგთხოვთ იმას, რაც თქვენს პირობებში არაა შესაძლებელი.'' 

- როგორია ამ რეგიონის სკოლების ჩართულობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალ პროექტში - ''თავისუფალი გაკვეთილები''?

- მისასალმებელი ფაქტია, რომ სკოლები აქტიურად არიან ჩართული თავისუფალი გაკვეთილების პროექტში ოთხივე მიმართულებით. განსაკუთრებული პრიორიტეტი სპორტული აქტივობები და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებაა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება