სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ გვეხმარება ამ ტკივილის დაძლევაში“ - აფხაზეთის ა/რ „ეტალონ მოსწავლეს“ ირჩევს
11-04-2019
-
+


„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის მორიგ კონკურსს მართავს, დღეს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ჩემპიონატის დაწყებამდე აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეები გაამხნევა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ეხმარება თითოეულ მონაწილეს უდიდესი ტკივილის დაძლევაში. 

ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის მინისტრი - მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე - ბესიკ ოდიშარია, აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი – ნინო ლობჟანიძე, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნონა შონია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები  ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის აფხაზეთის ა/რ ეტალონ მოსწავლეს“, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

ღონისძიება ემოციურ ფონზე მიმდინარეობს,  შარშანდელმა გამარჯვებულმა მონაწილეები გაამხნევა სიმღერა აფხაზეთზე - „ფრთამოტეხილი მაფშალია“ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება