სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონის“ საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას სსსმ მოსწავლეები პირველად მიიღებენ
11-04-2019
-
+


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები წელს  „ეტალონის“ საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპოინატში პირველად ჩაერთვებიან.

ეტალონის“  მიერ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული ტესტების შექმნამ შესაძლებლობა გააჩინა, პროექტში მონაწილეობა ნებისმიერმა მოსწავლემ მიიღოს.

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის N202, N203 და N198 საჯარო სკოლები. როგორც სკოლის დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებენ,„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპოინატი სსსმ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, უნარები და შესაძლებლობები ღიად დაანახონ ფართო საზოგადოებას. ეს კი სსსმ მოსწავლეების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


N203 საჯარო (სმენა დაქვეითებულთა) სკოლის  დირექტორი ნინო მეტრეველი:

„სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე კონტიგენტი გვყავს. ჩვენთან სმენის პრობლემის მქონე და სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ. ძალიან გონიერი და საკმაოდ წარმატებული მოსწავლეები გვყავს.

გვაქვს ოლიმპიადებში ასპარეზობის გამოცდილება, „ეტალონში“ კი წელს პირველად ვცდით ბედს. ჩემპიონატში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის თანატოლებთან სრულფასოვანი ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა, რადგან „ეტალონმა“ საქართველოს ყველა სკოლა მოიცვა და შემეცნებით-მამოტივირებელი მიდგომებით, პოზიტიური გარემოს შექმნითა და წახალისებით მოსწავლეები აიყოლია. მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტუნარიან გარემოში ჩვენი ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებს გამოცდიან, გვაქვს მიდგომა, რომ წარმატებით ასპარეზობა ჩვენც შეგვიძლია და საინტერესოა, რა შედეგები გვექნება.“


თბილისის N198 საჯარო შშმ სკოლის  დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი:

„მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა განსხვავებულია, 180-ზე მეტი სსსმ მოსწავლე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინტეგრაცია რათა ამ კატეგორიის ბავშვები ჩაერთვნენ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

წინა წლებში წარმოუდგენელი იყო მსგავს კონკურსებში ჩვენი ბავშვების ჩართვა. წელს „ეტალონმა“ იზრუნა ამ კატეგორიის ბავშვებზე, შეადგინა მათთვის ადაპტირებული ტესტები და წელს  ჩვენი სამი მოსწავლე ჩაერთო „ეტალონის“ პროექტში“.


თბილისი N202 საჯარო (უსინათლოების) სკოლის დირექტორი თამარ ხვედელიძე:

„ჩვენი მოსწავლეების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ პროექტში ჩართვა. გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ ამ ბავშვების შესაძლებლობები და ის უნიკალური უნარები რომელიც ამ ბავშვებს გააჩნიათ.

მათი ინტეგრაცია საზოგადოებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთან ურთიერთობა ერთულებათ, ჩვენთვის კი ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ მგონია რომ „ეტალონის“ პროექტში ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება, ისევე როგორც საზოგადოებისთვის, რათა მათ დაინახონ რა შესაძლებლობები აქვთ ამ მოსწავლეებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

დირექცია და მასწავლებლები განსაკუთრებულად მოემზადნენ პირველკლასელთა დასახვედრად

ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა

მოსწავლეებმა კი მასწავლებლები ნიჭითა და შემოქმედებითობით გაახარეს და სასწავლო წლის დაწყება ლექსებით მიულოცეს
 
 

საზეიმო დღე ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება