სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„თუ მაისის დასაწყისში გამოცხადდება რეგისტრაცია, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ივლისში იქნება“ - სოფო გორგოძე
29-03-2019
-
+


მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მაისის თვეში გამოცხადდება. ამის შესახებ შეფასების ადა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მართალია ცვლილებები ტესტის ფორმატში არ იქნება, თუმცა გამოცდის ქულათა ბარიერის ან სხვა მიმართულებით რას გეგმავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისთვის ჯერჯერობით უცნობია.

„ველოდებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც გეგმავს გარკვეული ტიპის ცვლილებებს. როცა ისინი გვეტყვიან, რომ მზად არიან, ჩვენ გამოვაცხადებთ რეგისტრაციას. ვფიქრობ, მაისში შეიძლება მოხდეს რეგისტრაციის გამოცხადება, თუმცა, ეს მაინც მასწავლებლის სახლზეა დამოკიდებული. თუ მაისის დასაწყისში შევძელით რეგისტრაციის გამოცხადება, გამოცდა ივლისში იქნება, როგორც ეს წინა წლებში იყო“,-განაცხადა გორგოძემ.

etaloni.ge-ს კითხვაზე თუ გამოცდის ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება, მაშინ რატომ არის საჭირო გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღის გადაწევა, სოფო გორგოძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის სახლმა უნდა გადაწყვიტოს თარიღი.

„ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ შემსრულებლები ვართ. ამ ეტაპზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა არ მოგვცა დაკვეთა, რომ დავიწყოთ რეგისტრაცია, შესაბამისად, ჩვენ არ ვიწყებთ რეგისტრაციას. თვითონ გამოცდის ფორმატში ცვლილებები არ იქნება. იქნება საგნობრივი და პედაგოგიური უნარების გამოცდა იმავე ტიპის, როგორიც ადრე იყო. განსაკუთრებული ცვლილებები  ტესტის ფორმატში არ იქნება, მაგრამ არ ვიცით რა ცვლილებებს გეგმავს მასწავლებლის სახლი კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე, რას დაგეგმავს სხვა მიმართულებით, ვთქვათ, ბარიერი როგორი იქნება“,-განაცხადა გორგოძემ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება