სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში წყლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
26-03-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში წყლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

სამოქალაქო განათლების კლუბი „სხივის“ წევრებმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს და სკოლის წარმომადგენლებს წყლის მნიშვნელობა, მისი დაბინძურების სახეები და  დაბინძურების თავიდან აცილების გზების შესახებ პრეზენტაცია წარმოუდგინეს.

კლუბი „სხივის“ წევრებმა გაიხსენეს ბულაჩაურის „მწვანე ცენტრში“ გატარებული დღეები და ისაუბრეს იქ მიღებულ შთაბეჭდილებებზე.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციაში და გამოთქვეს მოსაზრებები წყლის სისუფთავესა და მისი დაზოგვის გზების შესახებ. პრეზენტატორებმა ხაზი გაუსვეს უსაფრთხო წყლის მნიშვნელობას, წყლის შეფუთვის სახეობებს და მათგან უვნებელი  პლასტმასების ერთმანეთისაგან გარჩევის ხერხებს. მოსწავლეებმა გამართეს ინტერაქტიული ლექცია დაბუნძურებული წყლით გამოწვეული დაავადებების შესახებ. 

სკოლის დირექტორმა, მარინა ნადოშვილი-წიქარიშვილმა დადებითად შეაფასა სამოქალაქო კლუბის წევრების მიერ მოწყობილი პრეზენტაცია და მომავალი წარმატებები უსურვა სკოლის მოსწავლეებს.

ჰერეთისკარის საჯარო სკოლა სისტემატიურად არის  ჩართული სხვადასხვა პროექტში. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება