სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საქსტატი“ - საქართველოში საშუალო ხელფასი 1 202 ლარია
18-03-2019
-
+


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) 2018 წლის IV კვარტლის ხელფასების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა და 1 202.0 ლარი შეადგინა.

„2018 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 144.9 ლარი (წლიური ზრდა 0.6 პროცენტი);

• მშენებლობა - 1 956.4 ლარი (წლიური ზრდა  - 1.4 პროცენტი);

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 902.0 ლარი (წლიური ზრდა 7.3 პროცენტი).

2018 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 906.0 ლარით, ხოლო კაცების - 1 468.5 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ შესაბამისად 46.5 და 81.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასმა ბიზნეს სექტორში 1 318.7 ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 77.2 ლარი). საქმიანობის სახეების მიხედვით მაღალი ხელფასი პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 484.9 ლარი, წლიური ზრდა 0.8 პროცენტი), ასევე მშენებლობის (1 968.0 ლარი, წლიური ზრდა -1.5 პროცენტი) დარგში ფიქსირდება:

2018 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 38.6 ლარით და 1 012.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე სხვა სახის მომსახურების სფეროებში დასაქმებულებს“,-ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება