სიახლეები
საინტერესო

„ბავშვი უნდა გაზარდო როგორც ინდივიდი, რომელსაც შეუძლია რაღაცაზე თქვას - „არა“ – „ბედნიერების ფორმულა“ თამარ გაგოშიძისგან მშობლებს
14-03-2019
-
+


ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე „აზროვნების აკადემიაში“ ბედნიების მნიშვნელობაზე საუბრობს. რა არის ის ძირითადი პრინციპები, რაც მშობლებმა შვილების აღზრდისას უნდა გაითვალისწინონ ამან ლექციიდან შეიტყობთ:

ბედნიერება ჩვენშია; მე ასე მგონია და არამარტო მე მგონია ასე. დააკვირდით, როგორ არის ადამიანი მოწყობილი - ჩვენ გვაქვს საბაზისო მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ჩვენთვის. მომხმარებლურ საზოგადოებაში ძირითადი ფოკუსი ამაზეა. მაგრამ ადამიანი გარდა ამისა არის სოციალური არსება. მასლოუს პირამიდა არ არის ტყუილი პირამიდა; ამ მოთხოვნილებების გარდა ჩვენ გვაქვს აღიარების და მიკუთვნებულობის მოთხოვნილება.

მიკუთვნებულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ ჯერ კიდევ ბავშვობიდან გვჭირდება - აღიარება, როგორც ინდივიდის - ეს თუ არ დაიკმაყოფილე, ამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. ეს კი არ არის მხოლოდ ინდივიდის საქმე, ეს საზოგადოების საქმეა. საზოგადოებას თითოეული ჩვენგანი ვქმნით.

რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული ხელოვნურ ბედნიერებაზე? სინამდვილეში, წამალი და ნარკოტიკი ხომ ტვინში ოპიატის აქტივაციას იწვევს. არადა ადამიანს აქვს უნარი თავისივე ცხოვრებით, ხელოვნური ჩარევის გარეშე გამოიწვიოს საკუთარ თავში ბედნიერება.

ბედნიერების განცდა იწყება ბავშვობიდან. ბედნიერ ბავშვს ვერ გაზრდი, როცა ბავშვობიდანვე მხოლოდ საბაზისო მოთხოვნილებებზეა საუბარი და არა აღიარების, სოციალური მიკუთვნებულობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე.

ჩვენ თავიდანვე არ ვაჩვევთ ბავშვებს, რომ სიამოვნების მიღება ცხოვრებიდან - არ ნიშნავს ყველა თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. დაბრკოლების გადალახვა არ არის ბედნიერება? რაღაც უბედურება რომ შეგემთხვევა, ცუდი რამეა, მაგრამ მასაც აქვს თავისი პოზიტიური მხარე; ჩვენ კი ამ მხარის დანახვა გვიჭირს. ჩვენ არ გვაქვს მადლიერების გრძნობა - მეზობელმა რომ თუნდაც პატარა რაღაც გაგვიკეთა - არ გვახსოვს, მეგობარმა რომ გაგვიკეთა - არ გვახსოვს; ცოცხალი რომ ხარ და მზე რომ ამოვიდა, ამით კმაყოფილი რომ უნდა იყო, რატომ არ გახსოვს?

მატერია დეპრესიას იწვევს როცა არ გაქვს, კიდევ და კიდევ გინდა უსასრულოდ და როცა არ გაქვს, მის გარეშე სტატუსსაც კარგავ. თუ ჯიპზე არ დაჯექი, სტატუსი აღარ გაგაჩნია; შენ რომ მიკუთვნებულობა გქონდეს საზოგადოებასთან - როგორც ინდივიდს, ჯიპის გარეშეც პატივსაცემი იქნებოდი.

ბავშვი უნდა გაზარდო როგორც ინდივიდი, რომელსაც შეუძლია რაღაცაზე თქვას - „არა“, რაღაცაზე თქვას - „კი“; რაღაცაზე თქვას, რომ არ უნდა, რაღაცაზე რომ უნდა.

ბედნიერების ფორმულა ესაა. ამერიკაში ჩატარადა უზარმაზარი გამოკვლევა იმის შესახებ თუ რა არის სიცოცხლის ხანგრძლივობის პრედიქტორი - აღმოჩნდა, რომ ესენია: სოციალური მხარდაჭერა და სოციალური ინტეგრაცია. ეს არის მთელი ფორმულა ჩვენი ბედნიერების.

ბედნიერების მდგომარეობა გადამდებია. სამწუხაროდ, ყველაფერი აქამდე ნათქვამი არ არის მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეს მსოფლიოს პრობლემაა...

ყველანი თუ საკუთარ თავს შევხედავთ, ვინმეზე გაღიზიანებისას საკუთარ თავს წარმოვიდგენთ მის ადგილას, აგრესიაც მარტივად გაქრება.

მე მინდა რომ ჩვენ ყველა ვიყოთ ბედნიერები; ხო ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს თითქოს, მაგრამ ეს სიმძიმე ჩვენშია; ჩვენი შვილები რომ წამალზე დამოკიდებულები ხდებიან, ეს ჩვენი ბრალია და ეს უნდა ვიცოდეთ კარგად! ციხით ამას ვერ გამოვასწორებთ, ძალით ამას ვერ გამოვასწორებთ, ვერც ფულით და ვერც ცემით - ამას ვერ გამოვასწორებთ!

ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ჩვენ თუ ყველა ერთად მოვინდომებთ და ყველანი საკუთარ ადგილას ჩვენ-ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და დავიცავთ ამ საქმეს; თუ გვეცოდინება, რომ ადამიანის სულზე ღირებული არაფერი არ არის მსოფლიოში! და ჩვენ ეს სულები არ უნდა დავღუპოთ...

ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე“


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

ზოგადი განათლების რეფორმა დამტკიცებულია - 11 კლასი, სასკოლო ფორმები, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი... კიდევ რა იცვლება

თუ უკვე შეძენილი გაქვთ ბავშვთა კვების აღნიშნული პარტიები, არ გამოიყენოთ - სურსათის ეროვნული სააგენტო 

აღმზრდელებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს სპეციალური კომისია შეაფასებს -  განაცხადის წარდგენისი ბოლო ვადა 20 მარტია

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

 მიმდინარე სემესტრის სასწავლო დღეები და მნიშვნელოვანი თარიღები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს

 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგებმა ბავშვები ეზოში გაიყვანეს და მათთან ერთად იმხიარულეს

საინტერესო

პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენება აკრძალა

შავ-თეთრმა კონტრასტმა, თვალის ზედმეტად დაძაბვის გამო, უარყოფითად იმოქმედა მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხედველობაზე

ლორანი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყოს, რომელმაც ამ კონკრეტულ სფეროში დოქტორის ხარისხი მიიღო

სიახლეები
საზოგადოება