სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

8 გამორჩეული თვისება, რომლებიც მხოლოდ ლომის ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებთ
07-03-2019
-
+


1. ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს უნიკალური უნარი აქვს, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იპოვოს რაიმე ისეთი, რაც გაახალისებს. შეუძლია, გონება მხოლოდ პოზიტივისკენ მიმართოს. ლომს შეუძლია ჩვეულებრივი დღე ნამდვილ დღესასწაულად აქციოს. 

2. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ისინი შეიძლება ცოტათი პატივმოყვარეებიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში ლომები - კეთილი და გულისხმიერი პიროვნებები არიან. ლომი მზად არის, დაეხმაროს გაჭირვებულს, გამოამჟღავნოს გულუხვობა. დახმარების სანაცვლოდ კი სურს მოისმინოს მადლიერების სიტყვები. 

3. ისინი ლიდერები არიან და ყოველთვის ხმამაღლა, მკაფიოდ და გარკვევით გადმოსცემენ აზრს, უზიარებენ სხვებს საკუთარ მოსაზრებას. თუ რაიმე არ მოსწონთ, არ მოგერიდებიან და პირდაპირ გეტყვიან. შესაძლოა, ცოტა უხეშად გამოუვიდეთ, მაგრამ პირფერობას ასეთ ქცევას ამჯობინებენ.

4. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანმა შესანიშნავად იცის, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და როგორ წარმართოს ცხოვრება სწორად, თანაც სრულიად მარტომ, დამოუკიდებლად, სხვების ჩარევისა და დახმარების გარეშე.

5. ის გიჟდება არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ სხვების ცხოვრების გაკონტროლებაზე. ლომი მიიჩნევს, რომ ადამიანებს სჭირდებათ მისი კონტროლი და თვლის, რომ ამ კონტროლის შედეგად აღწევენ ისინი წარმატებას. 

6.  თავდაჯერებულ ლომს არავისგან არ სჭირდება დამშვიდება. სიტყვები - „დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება“, მისთვის შეურაცხმყოფელია, რადგანაც მიიჩნევს, რომ მისი უდიდებულესობის თავდაჯერებულობას ამ სიტყვებით ჩრდილი ადგება. 

7. ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები, როგორც წესი, საუკეთესო ლიდერები არიან, შეუძლიათ ხალხის მართვა და თან ამას ისე გააკეთებენ, რომ არ დაარღვევენ ლიდერობის ტრადიციულ მეთოდებს. ლომს აქვს საოცარი კავშირი ოჯახის წევრებთან. 

8. მათ არ შეუძლიათ მშვიდად უყურონ იმას, თუ როგორ უყვარს მის ყოფილ შეყვარებულს სხვა. ამიტომაც, ყველანაირად  ცდილობენ, რაც შეიძლება შორს დაიჭირონ მისგან თავი, ისე მოიქცნენ, რომ მის შესახებ არაფერი გაიგონ. საერთო მეგობრებთანაც კი გაწყვეტენ ურთიერთობას და რა თქმა უნდა, წაშლიან სოციალური ქსელიდან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება