სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა და მშობელთა კონფერენცია გაიმართა
04-03-2019
-
+


წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში უკვე მეოთხედ მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა კონფერენცია - „3მ - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი-ჩვენ ერთად ვართ“ წარმატებით გაიმართა.

სკოლის წარმომადგნელის თქმით, ღონისძიებას პარლამენტის წევრი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები, რაიონის სკოლის დირექტორები, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები, პედაგოგები და სკოლის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ. 

სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სკოლის მიღწევებსა და ტრადიციებზე ხაზგასმით ისაუბრა. სკოლის რიგ აქტივობებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს სკოლის ეკო-კლუბის თავჯდომარემ X-ბ კლასის მოსწავლემ ლ.ბენიძემ და სამოქალაქო კლუბის თავჯდომარემ, XI-ბ კლასის მოსწავლემ თ.ჩიხლაძემ. მოსწავლეთა მშობლები კი დამსწრე საზოგადოების წინაშე თავიანთი პროფესიების შესაბამისი თემატიკით საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ. 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კონფერენციის II ნაწილი - ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „ხელი, რომელიც აკვანს არწევს მართავს მსოფლიოს!“. 

„ღონისძიების დასასრულს დარბაზში მსხდომ ყველა სტუმარს, ყველა ქალს გადაეცა თაიგული, რითაც სკოლის დირექციამ უდიდესი პატივისცემა გამოხატა თითოეული მათგანისადმი და მოკრძალებულად მიულოცა მათ გაზაფხულის შემობრძანება, მოახლოებული დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება