სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2018 წელს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა გაზრდილია
25-02-2019
-
+


2018 წლის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის მიხედვით, 14-დან 18 წლამდე პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების 78% ქურდობა იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი გაზრდილია.

„2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა - გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს გახლავთ ქურდობა. მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს შორის 42% იყო ოჯახში ძალადობა, 22% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, 13% - ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, 12% - სექსუალური ძალადობა (ამათგან, 7% ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი), 10% - საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ხოლო 1% - სხვადასხვა სახის დანაშაული.

ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემად გამოიკვეთა მსხვერპლების, მათი მშობლებისა და იმ პირთა მხრიდან საგამოძიებო ორგანოსათვის დაგვიანებით მომართვა, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ.

რაც შეეხება არასრულწლოვანთა (14-დან 18 წლამდე პირთა) მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 78% იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, 11% - ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, 2% - ნარკოტიკული, 2% - სატრანსპორტო, ხოლო 6% - სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ამ მიმართულებით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბავშვებთან კომუნიკაციაში მყოფი უწყებების მხრიდან ანტისოციალური ქცევის მქონე ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციისაკენ მიმართულ სერვისებში მათი დროულად ჩართვა. დანაშაულის ჩამდენი ბავშვების 90% ჩართულია სასწავლო პროცესში, თუმცა მათი უმრავლესობის აკადემიური მოსწრება არის საშუალო ან დაბალი და ისინი სწავლის შემდგომაც არ არიან ჩართულნი სპორტულ, სახელოვნებო ან სხვა აქტივობაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება