| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალისტია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობების შესაბამისად დაგროვებული ქულების მიხედვით, სკოლის გუნდმა - „ეკო-დრაივი“ ნახევარფინალური ტურის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალური ტური 16 თებერვალს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კომპეტენტურმა ჟიურიმ აჭარისა და გურიის რეგიონებიდან ფინალისტები გამოავლინა.
გამარჯვებულები 3 კომპონენტის მიხედვით შეირჩა: წლის განმავლობაში დაგროვებული ქულები, „ეკო სპიკერი“ და პრეზენტაცია.
აღსანიშნავია, რომ სკოლის გუნდმა, როგორც ახალმა მონაწილემ, ჟიურისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ფინალური ტური 21 მარტს თბილისში გაიმართება.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომელიც 2015 წლიდან, CENN-ის მიერ, „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ასევე საქართველოს პარლამენტი.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად