| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის V, VI და VII კლასის მოსწავლეები და კლასების დამრიგებელი ნათელა სისაური სოციალური პროექტის „სიკეთის ძალა“ ფარგლებში სოციალურად დაუცველ მარტოხელა ქალბატონს ესტუმრნენ და შეგროვებული საკვები პროდუქტები გადასცეს.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ემსახურება მოზარდის ჩამოყალიბებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ და ღირსეულ წევრად. გამოუმუშავებს მათ ისეთ უნარებს, როგორიცაა განსხვავებულ სოციალურ გარემოში მცხოვრები ადამიანების მიღების და აღიარების, ემპათიის უნარების განვითარება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროექტი თემის ჩართულობით განხორციელდა.
ახალსოფლის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს პროექტის განხორციელებაში თანადგომისა და მონაწილეობისათვის.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად