სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ღია გაკვეთილი ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია
19-02-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის,  ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათია გიორგაძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იყო. 

„გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ეპიზოდი -„ჯავახეთის საეკლესიო კრება“ მასწავლებელმა ადამიანის ხორციელი ცხოვრებისა და სულიერი მხარის „შეზავებაზე“ საკლასო დისკუსიის წარმართვისათვის კარგად გამოიყენა. მოსწავლეებმა, ტექსტობრივი არგუმენტებისა და ცხოვრებისეული მაგალითების მოშველიებით, შეძლეს წარმოეჩინათ თავიანთი ინტელექტუალური ხედვა იმის შესახებ, რომ ჭეშმარიტი მონაზვნები „არა ვისსა ჰელმწიფებასა ქუეშე არიან“, ისინი უნდა გვევლინებოდნენ „ვითარცა ზეცისა ანგელოზნი“, რომელთაც , მართლაც, ცა ნიშნავთ და ერი ზრდით მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის სამსახურისთვის“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

სასწავლო პროცესის დროს განსაკუთრებით აქტიურობდნენ მოსწავლეები - მარიამ ქავთარაძე, რამაზ გოქაძე, ნინი გოქაძე, ნინო კუკულავა, მაია ნიკოლაძე, ლიკა ნიკოლაძე და ცისა ჭუმბურიძე.

ასევე მოწონება დაიმსახურა მოსწავლეების ნახატებმა, რომლებიც ასახავდნენ ჯავახეთის საეკლესიო კრების ეპიზოდებს: „კრება“, „უდაბნოს ვარსკვლავი“ და „მონასტრის ხედები“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება