სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა პროექტი - „ყველაზე მომგებიანი ანაბარი“ განახორციელეს
18-02-2019
-
+


თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ VII კლასის მოსწალეებმა პროექტი - „ყველაზე მომგებიანი ანაბარი“ განახორციელეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი დაკავშირებული იყო სასწავლო თემასთან - „პროცენტები“. 

მოსწავლეებმა 4 ბანკი - „თიბისი“, „ლიბერთი“, „პროკრედიტ ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ აირჩიეს.

მოსწავლეები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფებად გადანაწილდნენ. მათი დავალება იყო - გაერკვიათ, კონკრეტულ ბანკებში რომელ ანაბარზე უნდა დაებანდებინათ 1000 ლარი 5 წლის ვადით, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღოთ.

მოსწავლეები შესაბამის ბანკებს და  მათ ონლაინ საიტებს ესტუმრნენ, დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაცია და დაამუშავეს. მთელი მუშაობის პროცესი და შესრულებული დავალება გადაიტანეს სლაიდებზე და დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.

„ამ პროექტის მიზანი, გარდა სასწავლო თემის პრაქტიკაში გამოყენებისა, იყო მოსწავლეთათვის თანამშრომლობითი უნარების, იმფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, სამუშაოს დაგეგმვის და განხორციელების, ორატორული, არგუმენტული დასაბუთების, კრიტიკული აზროვნების და ტრანსფერის უნარების განვითარება. დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მათ შერჩეულ ბანკებში არსებული ანაბრების შესახებ ბევრი ინფორმაცია მიიღეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მათემატიკას სკოლის აღსაზრდელებს პედაგოგი ეკატერინე ჩიხლაძე-გობეჯიშვილი ასწავლის. 

იხილეთ ვიდეო



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება