სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N152 საჯარო სკოლამ მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძეს უმასპინძლა
18-02-2019
-
+


თბილისის N152-ე საჯარო სკოლაში მწერალ და გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვან  ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრა გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიტერატურით დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მწერალს გასაუბრებოდნენ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მისი აზრი მოესმინათ. 

„ჩემთვის ეს შეხვედრა ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო, რადგან წერა მიტაცებს და ჩვენი სტუმრისგან მოცემული რჩევები ძალიან გამომადგება“, -აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოსწავლემ.

შეხვედრას სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც ესწრებოდნენ. მწერალმა ამომწურავად უპასუხა არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგთა შეკითხვებსაც, რომლებიც ძირითადად თანამედროვე ლიტერატურას ეხებოდა.

მწერალთან შეხვედრის ორგანიზატორები სკოლის 9/2 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი დუდუხანა მდინარაძე იყვნენ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება