სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „საუკეთესო მკითხველის“ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს
18-02-2019
-
+


თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ „საუკეთესო მკითხველის“ კონკურსში წარმატებით იასპარეზეს.

იანვარის ბოლოს თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჩატარდა კონკურსის I ეტაპი, რომელშიც საქართველოს ყველა კუთხიდან მკითხველთა გუნდები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თერჯოლის N1 საჯარო სკოლის წიგნის მოყვარული გოგო-ბიჭები კონკურსში ინტერესით ჩაებნენ.

აზარტულად ითამაშეს და დამაჯერებლად გაიმარჯვეს თერჯოლის N1 სკოლის გუნდებმა:

„გრაალის მცველნი“ (VIII-ა კლასი), „ანტიდოტი“(IX-ა კლასი) - პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე;

,,პირველები“ და Bibliophile Girls (X-ა კლასი) პედაგოგი-თამარ ამირანაშვილი.

„ვულოცავთ გუნდებს და მათ პედაგოგებს ამ გამარჯვებას და ღირსეულ ფინალს  ვუსურვებთ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება