სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ვარდისუბნის საჯარო სკოლა პროექტში -„საუბრები მომავალზე“ აქტიურად ჩაერთო
18-02-2019
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში -„საუბრები მომავალზე“ ჩაერთო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სფეროში აქტუალურ თემებზე საუბარი და სწავლების პროცესის თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრება. ასევე ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ონლაინ რეჟიმში, მოისმინონ ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.

პროექტში ვარდისუბნის საჯარო სკოლის V და VI კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები მართა ტაბატაძე და ლეილა მჭედლიძე) მონაწილეობენ. 

„პროექტში დიდი ინტერესით ჩართულია სკოლის ხელმძღვანელი მანანა ბახტურიძე და სკოლის პედაგოგთა ჯგუფი (პედაგოგები - ხათუნი ასანიძე, მადონა კაპანაძე, მაგდა ონანაშვილი). პედაგოგებს ორგანიზება და მხარდაჭერა ევალებათ, მათ მოდერატორის ფუნქცია აკისრიათ (აგროვებენ კლასის კითხვებს და აგზავნიან ტრანსლაციის ოთახში, სადაც რეჟისორი აჯამებს და სვამს არჩეულ კითხვებს).

დღეს მოსწავლეებმა ლევან ტუხაშვილმა, ხატია ხანდოლიშვილმა, ანამარია ჭაბაშვილმა და მარიამ წიქარიშვილმა მოსმენილი ონლაინ ლექციის თემაზე დაწერილი საკუთარი შეხედულებები და დამოკიდებულებები წარმოადგინეს.

ჩვენ ვთვლით რომ ეს არის კიდევ ერთი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება