სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში იმყოფებოდნენ
18-02-2019
-
+


ფართოპროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია - „პროგრესული თაობა“ ქუთაისის N31 საჯარო სკოლსათან ერთად პროექტს - „ჩვენი ქვეყნისთვის - დისკუსია ჯარისკაცებსა და ახალგაზრდებს შორის“ აგრძელებს.

ქუთაისის N31 სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა, ჯარის პოპულარიზაცია და მასზე ცნობიერების ამაღლება.

პროექტის ფარგლებში სკოლის 10-ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ქეთევან სვინტრაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში იმყოფებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელებს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა, პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ გაუწიეს.

გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტები, განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები და მომავლის გეგმები გააცნო.

თავდაცვის ძალების მეთაურმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუციასა და მისიებში მიღებულ პირად გამოცდილებაზეც ისაუბრა.

პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ კი მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და საქართველოს სამხედრო ისტორიის, თავდაცვის ძალების მიზნებისა და ღირებულებების, სამხედრო პროფესიის არსის, ასევე, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებს გენერალურ შტაბში გამოფენილი იარაღის დათვალიერებისა და სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში სამუშაო გარემოს გაცნობის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება