სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბმა წლის განმავლობაში არაერთი წარმატებული ღონისძიება და აქტივობა განახორციელა
18-02-2019
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ამაღლების საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ეკოლოგები“  წლის განმავლობაში თავისი აქტივობებითა და ღონისძიებებით გაეროს მდგრადი განვითარების თითქმის ჩვიდმეტივე მიზანს შეეხო.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა დაწერეს პროექტი „გადავარჩინოთ კოლხური ბზა“, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა დააფინანსა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა პლაკატები და ბროშურები დაბეჭდეს, რომლებიც N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების დახმარებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაავრცელეს.

ამავე დროს კლუბის წევრებმა ჩაატარეს  კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც ბზის მორფოლოგიურ აგებულებასა და მისი მოვლის წესებზე ისაუბრეს.

სკოლის ტერიტორიაზე კლუბის წევრებმა მინი-სათბური მოაწყვეს, რომელშიც მათ მიერ დაკალმული ბზების ნაწილი დარგეს, მეორე ნაწილი კი მოსახლეობაში უფასოდ დაარიგეს. 

„გურია news“-ში დაიბეჭდა სტატიაც. სკოლის აღსაზდელთა პროექტს გაეცნო ასოციაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ფრანგი ინა რანსოა, რომელიც კლუბს სამომავლო მხარდაჭერას შეჰპირდა. 

კლუბის წევრებმა ასევე ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქცია - „დავიცვათ ცხოველები“  ჩაატარეს. აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაწირი ყუთი და პლაკატები დააამზადეს და მოსახლეობაში თანხის შესაგროვებლად გავიდნენ.

შემოწირული თანხით უსახლკარო ცხოველებისთვის საკვები შეიძინეს და გურიის მასშტაბით დააპურეს. აქციაა „გურია news“-მა და საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდმა etaloni.ge-მ გააშუქა.

წლის განმავლობაში კლუბის წევრებმა რამდენიმე დასუფთავების აქცია ჩააატარეს. აქციებში მოსახლეობაც ჩაერთო.

ასევე მოეწყო აქცია - „მწვანე საკლასო ოთახები“, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მცენარეები შეაგროვეს და სკოლაში მწვანე კუთხე მოაწყვეს.

კლუბის წევრება შეისწავლეს სკოლის მიმდებარე ზვავსაშიში ტერიტორიები და იქ  სხვადასხვა ჯიშის ხეები დარგეს.

კლუბის წევრები აჭარის სატყეო სააგენტოს და გურია-აჭარის კორდინატორს ირაკლი მიქელაძეს საჩუქრისთვის და ხელშეწყობისთვის დიდ მადლობას უხდიან. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება