სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“ შეხვედრას დაესწრნენ
15-02-2019
-
+


წეროვნის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ და „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების“ წარმომადგენლების შეხვედრას დაესწრნენ, რომლის დროსაც პროექტის „განავითარე შენი რეგიონი“-ს ფარგლებში ლიდერები აირჩიეს. 

„განავითარე შენი რეგიონი“ არის პროექტი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენას და მრავალფეროვანი აქტივობებით მათში სოციალური უნარების განვითარებას და სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვას.

გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაციას აქვს უდიდესი გამოცდილება მასშტაბური საზაფხულო და ზამთრის ლიდერთა სკოლის მოწყობაში, პროექტის მიმდინარეობის პერიოდში შერჩეული ლიდერები ჩაირიცხებიან ზამთრის და ზაფხულის ლიდერთა სკოლაში.

პროექტის მიზანია მრავალფეროვანი და უნივერსალური ახალგაზრდული აქტივობებით უამრავი ახალი თაობის ლიდერების აღმოჩენა და მათში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, რაც მათ შემდგომ ცხოვრებისეულ სარბიელზე წარმატების მისაღწევად ფასდაუდებელ გამოცდილებას შესძენთ. 

იხილეთ ვიდეო 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება