სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ,,კლასის დღე“ აღნიშნეს
15-02-2019
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის,  გეზათის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ირმა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, ,,კლასის დღე“ აღნიშნეს. 

ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ VII და IX კლასის მოსწავლეები (დამრიგებლები: იზაბელა გაბუნია, ქეთევან ვეკუა)

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ამ დღის აღსანიშნავად საკლასო ოთახი საგანგებოდ იყო მორთული. გამოფენილი იყო მოსწავლეთა ნახატები და ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიება კლასის დამრიგებელმა ირმა ჭანტურიამ გახსნა. პედაგოგმა სკოლაში „კლასის დღის“ აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლასის დღე ხელს შეუწყობს კლასებს შორის მეგობრული ატმოსფროსა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს ქართველ პოეტთა ლექსები და სახალისო გამოცანები.

თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების პრეზენტაცია გააკეთა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ამაღელვებელი იყო ღონისძიების ის ნაწილი, როდესაც მოსწავლეებმა დამრიგებელთან ერთად შეასრულეს ცნობილ ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები. ღონისძიება დადებითად შეფასეს VII და IX კლასის მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა. მათ მონაწილეებს გადასცეს საჩუქრები.

ღონისძიება დაგვირგვინდა ტორტის გაჭრით, მილოცვითა და კეთილი სურვილებით.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება