სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის იუბილე აღნიშნა
14-02-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა ნიკო კეცხოველის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები: გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი CENN-ის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი მაია კეზევაძე, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ნიკოლოზ კიკნაველიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე, ამავე სააგენტოს დაგეგმისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი, იუზა ტყემალაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ეკო-კლუბის წევრებმა თითოეულ სტუმარს მოუწყვეს შეხვედრა და მადლობა გადაუხადეს სტუმრობისათვის. დაათვალიერებინეს სკოლა და გადაინაცვლეს ნიკო კეცხოველის სახელობის სტენდთან, რომელიც მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისათვის შექმნეს, მასზე ასახეს ყველა ის აქტივობა, რომელიც ეკო-კლუბ ,,არტემიდამ“ პროექტ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019“-ის ფარგლებში განახორციელა. სტენდთან მოსწავლეებმა სტუმრებს მოუწყვეს თავიანთი აქტივობებისა და პროექტების პრეზენტაცია. 

პრეზენტაციის შემდეგ სტუმრებმა გადაინაცვლეს დარბაზში, სადაც ნახეს სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ მეორადი გამოუყენებელი მასალისაგან დამზადებული საახალწლო ნაძვის ხეების გამოფენა და მათგან ამოარჩიეს საუკეთესო და კრეატიული ნაძვის ხეები, აქვე დაათვალიერეს სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატები და გამოგონებები. შემდეგ მოსწავლეებსა და სტუმრებს შორის ჩატარდა მინი კონკურსი რუბიკის კუბის აწყობაში.

ეკო-კლუბის წევრებმა სტუმრებს ასევე აჩვენეს თავიანთი სამუშაო შეხვედრების ოთახი და ესაუბრეს მათ თავიანთი მუშაობის პრინციპებზე, ყველა სტუმარმა შთაბეჭდილებების დაფაზე დატოვა თავისი ხელნაწერი და წარმატება უსურვა ეკო-კლუბს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები ნიკო კეცხოველის  ავტობიოგრაფიიდან და ისაუბრეს მის განვლილ გზებზე. საღამო გაფორმებული იყო ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგის, თამარ გელაშვილის ლექსებით, საახალწლო, ხალხური სიმღერებით და ცეკვებით. 

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ვებინარს საბავშვო ბაღის აღმზრდელი ჩაატარებს - ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს

რომელი დამრიგებლები მიიღებენ 250 ლარიან დანამატს ახალი სასწავლო წლიდან 

მასწავლებელთა გამოცდების აპელაციის შედეგები ცნობილია - იხილეთ, მოგემატათ თუ დაგაკლდათ ქულა

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ცნობილია

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„გისურვებთ პროფესიულ წინსვლასა და წარმატებას ჩვენი სკოლისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“
 
შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თემატურ ტრენინგებში, გუნდურ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება