სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში 28 ახალი სკოლის აშენება იგეგმება, რისთვისაც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი
13-02-2019
-
+


საჯარო სკოლაში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და არსებულ მძიმე მემკვიდრეობაზე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოში 28 ახალი სკოლის აშენება იგეგმება, რისთვისაც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„განათლება არის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, ამიტომ დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმები, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო ამ თვალსაზრისით. მოხდა სკოლებში არსებული პრობლემების შესწავლა და პრიორიტეტების განსაზღვრა. ვმუშაობთ ყველა დონორ ორგანიზაციასთან და მეგობარ ქვეყნებთან, რომ მოვიპოვოთ უფრო მეტი რესურსი ამ პრობლემის დასაძლევად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მიერ გამოყოფილი სესხისა და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფარგლებში, გამოყოფილი თანხის საფუძველზე 28 ახალ სკოლას ააშენებს და ამავე დროს მოხდება დამატებით 83 სკოლის რეაბილიტაცია. ჯამში, გათვალისწინებულია 50 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განცხადებით, გაორმაგებულია თანხა მუნიციპალიტეტებისთვის. 57 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, სკოლების 40 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.

„ცალკე მინდა შევეხო სკოლებში სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ჩვენ გავაორმაგეთ თანხები მუნიციპალიტეტებისთვის და ეს არის მიზნობრივი ტრანსფერი. 57 მუნიციპალიტეტის სკოლებში ეტაპობრივად ჩატარდება 40 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია რომ მოხდა ამ სამუშაოების როგორც დაგეგმვის ასევე განხორციელების გადაცემის უფლება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, რაც კიდევ უსვამს ხალხს, იმ პოლიტიკას რომელიც ჩვენ ამ თვალსაზრისით ვახორციელებთ. მიგვაჩნია, რომ ადგილზე უკეთესად იციან სკოლის საჭიროებები და შესაბამისად, პრობლემების გადაჭრა უფრო სწრაფად და ოპერატიულად მოხდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ასევე: 2019 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება