სიახლეები
სიახლეები

2019 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა
21-01-2019
-
+


2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის მოადგილესთან ნათია ზედგინიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გიორგი შენგელიასთან ერთად განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, განათლების მიმართულებით დაწყებული რეფორმის ფარგლებში სკოლებში ინფრასტრუქტული პრობლემებლის მოგვარების მიზნით, განათლების სამინისტრომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა სისტემური მიდგომა, სრულად შეისწავლა სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი საჭიროებები პრიორიტეტების მიხედვით დაალაგა.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე უკვე დასრულდა 58 სკოლის სარეაბილიტაციო და ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოებო, რაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა (MCC) დააფინანსა.

მისივე განცხადებით, 2019 წელს თანამედროვე, უახლესი სტანდარტების გათვალისწინებით 8 ახალი საჯარო სკოლა აშენდება, კერძოდ, თბილისის საჯარო (86-ე, 138-ე, 55-ე) და ინკლუზიური (202-ე, 203-ე), ხოლო რეგიონებში თერჯოლის, ტყიბულისა და კასპის საჯარო სკოლები.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) რეგიონებში დამატებით 27 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას დააფინანსებს. 

რაც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას, 2019 წელს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, (ESIDA) 3 საჯარო სკოლა (ზესტაფონის N1, ოზურგეთის N1, თბილისის N214), ხოლო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) დაფინანსებით, 82 საჯარო სკოლა რეაბილიტირდება.

განათლების რეფორმის ფარგლებში 2019 წლის გაზაფხულზე 49 საჯარო სკოლის, ხოლო შემოდგომაზე – 100 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. ნაწილობრივ განახლდება 31 საჯარო სკოლა. 

როგორც მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის საჯარო სკოლებს ექცევა. წელს 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდება, კერძოდ, ტყიბულის N7, სოფელ მუხურას, მარნეულის N1, სოსო ღვინიაშვილის სახელობის ზემო კაჭრეთის, წალენჯიხის სოფელ ეწერის, თბილისის N2, ხაშურის სოფელ ფლევის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურას საჯარო სკოლების.

2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 80 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც დაგეგმილია თბილისსა და რეგიონებში განათლებისა და მეცნიერების ახალი ქალაქის და პროფესიული განათლების ცენტრის აშენება, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლებში უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფა.

პრეზენტაციის შემდეგ განათლების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 3 თვეში ერთხელ სამინისტრო წარადგენს ანგარიშის თუ რა განხორციელდა არსებული გეგმის მიხედვით და რა ეტაპზეა სამუშაო პროცესი.

„პირველ რიგში რაც განათლების რეფორმების ფარგლებში განხორციელდა, ეს იყო სკოლების საჭიროებების ერთიანი ბაზის შექმნა. დღეს გვაქვს ჩამოყალიბებული, არა მარტო ერთიანი ბაზა არამედ ხედვაც, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ წლების განმავლობაში. ყველაზე მთავარი ის არის რომ წელს გასამმაგებული ბიუჯეტი გვაქვს, რომელიც ეხება როგორც ახალი სკოლების მშენებლობას, ისე საჭიროებების მიხედვით სკოლების რეაბილიტაციას არამარტო დედაქალაქის, არამედ რეგიონების ფარგლებში.

დღევანდელ პრეზენტაციაზე დეტალურად იყო განხილული კონკრეტული გეგმა, წლის განმავლობაში რომელ სკოლებს შეეხება, როგორც მშენებლობა ისე კაპიტალური რემონტები. ასევე მნიშვნელოვანი რაც არის, 3 თვეში ერთხელ წარმოვადგენთ ანგარიშს, უკვე ამ გეგმის მიხედვით რა განხორციელდა და როგორ მივდივართ.

საჭიროებები ძალიან დიდია, სკოლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ეს საჭიროებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია განისაზღვრა პირველადი საჭიროებები და თებერვლიდან უკვე დაიწყება კონკრეტული მუშაობა, როგორც ახალი სკოლების აშენების მიმართულებით, ისე არსებულის რეაბილიტაციის კუთხით“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ასევე იხილეთ: მიხეილ ბატიაშვილი: „სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემა შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას, დირექტორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება სახალისო იყო და რაც მთავარია, მშობლიური ენის სიყვარულსა და პატივისცემას აღვივებდა
აქტივობები ძალიან საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული იყო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება