სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პროექტ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერების“ ფარგლებში თბილისის N131, N129 და N120 სკოლებმა გაიმარჯვეს
12-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში პროექტის „სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სწავლების გაძლიერება“ ფარგლებში  დაჯილდოება გაიმართა.

აღნიშნული პროექტის  მიზანია  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლების დახმარება სასწავლო პროცესის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სტანდარტის მიხედვით დაგეგმვასა და წარმართვაში; ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თანაორგანიზატორობით, კონკურსში გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბები და მასწავლებლები გამოვლინდნენ:

  • თბილისის N131 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „არწივი“, კლუბის ხელმძღვანელი - ლია მესტვირიშვილი
  • თბილისის N129 საჯარო სკოლა; სასკოლო სპორტული კლუბი „ირაო“, კლუბის ხელმძღვანელი - ეკა ჭადაშვილი
  • თბილისის N120 საჯარო სკოლა;  სასკოლო სპორტული კლუბი „ბაირაღი“, კლუბის ხელმძღვანელი - მევლუდ ლაშაური

გამარჯვებული სასკოლო სპორტული კლუბის ხელმძღვანელები (მასწავლებლები) და დირექტორები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუერებით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

დაჯილდოვების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი  ელგუჯა ბერიშვილი, ქალაქ თბილისის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე მურთაზ მნათობიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი  გია ბეგიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება